კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მას დაქვემდებარებული სასამართლო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოალიციის წევრებს პოლიტიკური აქტივობის შესაძლებლობას უზღუდავენ.
ფანჯიკიძემ პოლიტიკური დევნისა და სასამართლოს მიერ უკანონო გადაწყვეტილებების მიღების მაგალითად მოიყვნა გასულ კვირას კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და სამტრედიაში მაჟორიტარობის კანდიდატის კახი კალაძის, ასევე, კოალიციის 16 შემომწირველის დაჯარიმებისა და „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილისა და მისი პირველი მოადგილის ნატო ხაინდრავას დაჯარიმების საქმეები.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, პრაქტიკულად, სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და აქტივისტების გარდა, საქართველოს მოქალაქეებს უკრძალავს პოლიტიკური აქტივობას.
„ყველა ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები, როგორციაა სასამართლო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კოალიციის აქტივისტებს პოლიტიკური აქტივობის შესაძლებლობა არ მიეცეთ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, კოალიციას აქვს რეგიონებში მათ წევრებზე ზეწოლისა და დევნის განხორციელების უამრავი სხვა მაგილითი.

















