logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: არჩევნებში დამარცხებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შედეგების აღიარების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილზე  მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო
არჩილ თალაკვაძე: არჩევნებში დამარცხებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შედეგების აღიარების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო
17:19 23.05.2019
„არჩევნებში დამარცხებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ შედეგების აღიარების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო - გამოაქვეყნეს კვლევები , რომლითაც იმ დღესვე გამოჩნდა , რომ მასში მოცემული შედეგები რეალობას ძალიან არის აცდენილი“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, კვლევაში მოცემული თითქოს 21%-იანი მხარდაჭერის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა მიიღო.მისივე თქმით, არის ასევე კვლევა, სადაც დამახინჯებული ფაქტობრივი მონაცემებია მოყვანილი.

„მაგალითად, საუბარია, თითქოს, საქართველოში მედიასაშუალებებს ფლობენ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები. ამასაც ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ. სხვა კვლევაში, ნახეთ, რომ გააჟღერეს ეს სპეციალურ ბრიფინგებზე. ესეც არის სიცრუე, იმიტომ, რომ რეალურად საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მედიასაშუალების ფლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოში რეგისტირებულ იურიდიულ პირს და კომპანიას”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს უსუსური შეტევა, და კვლევები, რომელიც ერთიანი კამპანიის ნაწილია, და მოტივირებულია შურისძიებით.

„ჩვენ გვესმის, რისთვის დასჭირდათ მათ ამ ყველაფერის წამოწყება. რისთვის დასჭირდათ, რომ არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე, როდესაც მათ დამარცხება იწვნიეს, გადავიდნენ კვლავ შეტევის მორიგ ტალღაზე ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიმართ. ამის რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ახორციელებს და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს აფინანსებს, - ამის რეალური მიზეზი არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი სურვილი, ერთადერთი მიზანი - ეს არის შურისძიება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოაშორა მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით და დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება ერთადერთ ბარიერად, რომ ეს დესტრუქციული ძალები, რომელთა მიზანი მხოლოდ არეულობის და დესტაბილიზაციის გზით თავის პოლიტიკური დღის წესრიგის მიღება, არ დაბრუნდნენ მმართველობაში და ეს ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა