„ლეიბორისტული პარტია“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ერთმანეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
როგორც პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, ივანიშვილი სააკაშვილს არა მხოლოდ მილიარდებს ჩუქნიდა, არამედ, საკუთარი სოფლის ხმებსაც კი მის სასარგებლოდ აგროვებდა.
ამის დასტურად ძაგანიამ საჩხერის საარჩვენო ოლქში გასულ არჩევნებზე შედგენილი ოქმები წარადგინა.
„ეს ჭორვილაში დადებული მოღალატეობრივი ფიც-ვერცხლის მტკიცებულებებია, სადაც სააკაშვილზე ოლიგარქის 100%-იანი მხარდაჭერა საარჩევნო ოქმებშია განივთებული. როდესაც „ლეიბორისტული პარტია“ რეჟიმს სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოდა, კრიმინალ-ოლიგარქი სააკაშვილს არა მარტო მილიარდებს ჩუქნიდა, არამედ, საკუთარი სოფლის ხმებსაც კი უკეთებდა პრივატიზაციას მის სასარგებლოდ“- განაცხდა ძაგანიამ.
მისივე თქმით, მათი დღევანდელი დაპირისპირება მოჩვენებითია და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სააკაშვილ-ივანიშვილის ურთიერთობა ისეთივე ძმური იქნება, როგორიც აქამდე იყო.

















