logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება განიხილა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება განიხილა
16:12 23.05.2019
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება განიხილა.

საკითხი განსახილველად კანონმდებლებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა.

მომხსენებლის განმარტებით, შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები 2015 წლიდან მიმდინარეობდა, რომელიც 2019 წლის 29 მარტს, ჰააგაში ხელმოწერით დასრულდა.

„ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელია მხარეებმა და პირველ რიგში საქართველომ დაასრულოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გულისხმობს შეთანხმების პარლამენტის მიერ სავალდებულოდ აღიარებას, იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის აუცილებელია შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებების შეტანა საქართველოს სხვადასხვა ნორმატიულ აქტში“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, შეთანხმება დადებულია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოს - ევროჯასტს შორის, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან, ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას მათ შორის, ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით.

„შეთანხმება არეგულირებს თანამშრომლობის ფარგლებს ევროჯასტთან და ამ მიზნით ქმნის სათანადო მექანიზმს. კერძოდ, საქართველო და ევროჯასტი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი წარმომადგენლების - მეკავშირეების მეშვეობით წარმართავენ დანაშაულთან ბრძოლის ყველა პროცესს. მათ შორის დანაშაულის გამოძიების აუცილებელი ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ფორმალობებს“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, განსაზღვრულია მნიშვნელოვანი სუბიექტები - მეკავშირე პროკურორი; მეკავშირე მაგისტრი; ტერორიზმის საკითხებში ეროვნული კორესპონდენტი და ყველა დონეზე მოქმედი ზოგადი იურისდიქციის მქონე სასამართლოები და პროკურატურები.

მომხსენებლის განმარტებით, შეთანხმება შეიცავს მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესს. „მნიშვნელოვანია, რომ სწორედ, მეკავშირე პროკურორის მიერ უნდა მოხდეს ინფორმაციის ოპერატიულად და სწრაფად გაცვლა იმისთვის, რომ მხარეებმა ეფექტიანად იმუშაონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველობას, საქართველოს მხრიდან კონტროლს განახორციელებს გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო.

ევროჯასტთან თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით და დღის წესრიგით გათვალისიწინებული ვალდებულებიდან გამომდინარეობს.

მომხსენებლის განმარტებით, „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, აუცილებელი გახდა შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხორციელების ინიცირება.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილებებისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, კანონებში აისახება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის, მეკავშირე პროკურორის დამხმარის, ევროჯასტთან საქართველოს პროკურატურის საკონტაქტო პირისა და ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტის დეფინიციები და მათი საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმები.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიზანია განისაზღვროს რეგულაციები საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისათვის, როგორც ეს განსაზღვრულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესთვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისათვის.

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება ხორციელდება იმისათვის, რომ განისაზღვროს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მისი დამხმარის უფლებამოსილება, რათა შესაძლებელი იყოს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა განხორციელდეს ასევე მათი მეშვეობით, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ეს შეთანხმება, რას მოგვიტანს ჩვენ და რატომ არის მნიშვნელოვანი ერთი მხრივ, ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან და საბოლოოდ, როგორ აისახება ეს ჩვენს მოქალაქეებზე. ეს ეხება ყველა შეთანხმებას და რეფორმას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა