logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა
16:01 23.05.2019
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ქალაქ ამბროლაურში გასვლითი საკომიტეტო მოსმენა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხები და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული გამოწვევები განიხილეს.

სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და კომიტეტის გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანვე დამსწრე საზოგადოებას, ორი დღის წინ, წყალტუბოში გამართული სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად, ფორუმზე რეგიონების ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსიები გაიმართა. "პოლიტიკის ფორმირებას უკავშირდება დღევანდელი სხდომაც. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს პოლიტიკის შემუშავება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ყველა სუბიექტის მონაწილეობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ეს პოლიტიკა იყოს მდგრადი, ყველასთან შეთანხმებული, ყველას აზრი მოსმენილი, იმიტომ რომ პოლიტიკას საკანონმდებლო ორგანო ამუშავებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკის შემუშავების პროცესში ერთობლივად ვიმუშაოთ და რეგიონებში, ადგილებზე გავმართოთ დისკუსიები", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ამბროლაურში კომიტეტის გასვლითი სხდომის გამართვისთვის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ კომიტეტს და მის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს და რეგიონისთვის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კომიტეტის გასვლითი სხდომა კანონშემოქმედებითი სამუშაოთი დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს მეორე მოსმენით, "საქართველოს ორგანულ კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი წარუდგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტი კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის მიზნით მომზადდა მასში ასახულია სუბსიდიარობის და თანაზომიერების პრინციპები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა კი მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის" "ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მიერ მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე" დამატებითი ოქმი წარადგინა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი დოკუმენტი ცნობილია როგორც ულტრეხტის ოქმი და დოკუმენტის რატიფიცირება და საქართველოს მასთან მიერთება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ულტრეხტის ოქმთან როგორც მნიშვნელოვან ევროპულ დოკუმენტთან მიერთება მისი ინიციატივაა და ის მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

კომიტეტის გასვლითი სხდომაზე კომიტეტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" და "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და დეცენტრალიზაციის პროცესი საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება და ღიად არის დაწყებული საუბარი რეფორმაზე, რომლის მიზანსაც ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესის გზით, ადგილობრივ დონეზე ეფექტური, ქმედუნარიანი და განვითარებადი მმართველობის მიღწევა წარმოადგენს. კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივ დონეებზე მოქალაქეთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიზნით მომზადებულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა და ამ კუთხით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული მმართველობის და ანგარიშვალდებულების საკითხები გამოყო.

კომიტეტის სხდომა ინტერაქტიულ რეჟიმში ინფორმაციების გაცნობით გაგრძელდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა 2018-2019 წლებში რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მათი მნიშვნელობა მიმოიხილა.

საკითხის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა