logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართული ოცნება“ ხელისუფლების დარღვევებზე ინფორმაციას დიპკორპუსს მიაწვდის
„ქართული ოცნება“ ხელისუფლების დარღვევებზე ინფორმაციას დიპკორპუსს მიაწვდის
14:17 13.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნება“ დიდგორობის დღესასწაულზე გუშინ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.

ამის შესახებ დღეს კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხდა.

მისი თქმით, ხელისუფლება, დიდგორობის დღესასწაულში კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის მინაწილეობას საპატრულო პოლიციის მეშვეობით დაუპირისპირდა.

„პოლიციის თანამშრომლები აშკარად გამოხატავდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს და მაისურების მიხედვით არჩევდნენ ახალგაზრდებს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ოპერაციას პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი კოტე დიღმელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც კოალიციის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ეს „ნაციონალური მოძრობის“ ღონისძიება იყო და არ შეიძლებოდა მასზე სხვა პოლიტიკური პარტიის წევრთა დასწრება.

ამასთან, პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციამ 12 მიკროავტობუსი უსაფუძვლო ბრალდებებით უკანონოდ დააჯარიმა და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა.

ფანჯიკიძის თქმით, ხელისუფლება აგრძელებს მცდელობას ხელი შეუშალოს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას, რასაც, მისივე თქმით, არანაირი კავშირი არა აქვს იმ დეკლარაციასთან, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა ხელი და რომელმაც, თითქოს დაპირისპირების, შუღლის გაღვივებისა და ერთმანეთის ხელის შეშლის თავიდან აცილება უნდა უზრუნველყოს.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველ პარტიას ჰქონდა მცდელობა მიეთვისებინა საერთო სახახლო დღესასწაული - დიდგორობა და ამავდროულად მოქალაქეები არავის გაუფრთხილებია, რომ დიდგორობისას პარტიული ღონისძიება იგეგმებოდა.

კოალიციის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვალ 12.00 საათზე შეხვდებიან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 12 აგვისტოს გამართულ სახალხო ზეიმზე - „დიდგორობა 2012“ კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დიდგორის მემორიალის ტერიტორიაზე პოლიციამ მთელი დღის განმავლობაში არ შეუშვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა