logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა ახვლედიანმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა
თეა ახვლედიანმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა
14:33 23.05.2019
ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, იური რატასთან.

ელჩმა იური რატასს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამასთან, თეა ახვლედიანმა იური რატასს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა შეაჯამა ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები; ამასთან, მან განიხილა ქართულ-ესტონური ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლო გზები. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით დასახულ ამოცანებზე მსჯელობასთან ერთად, საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებზე. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების მიმართ ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ესტონეთის პრემიერ მინისტრმა საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისა და ქართულ-ესტონური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ესტონეთის პრემიერ მინისტრის მხრიდან მაღალ დონეზე შეფასდა განვითარებული ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები. იური რატასმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის ახალი მთავრობის ურყევი მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა: საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.

თეა ახვლედიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ასევე გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ურმას რეინსალუსთან. ელჩმა მადლობა გადაუხადა ურმას რეინსალუს, როგორც გასულ წლებში იუსტიციის მინისტრის რანგში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის დღიდან, მის მიერ გაწეული პირადი ძალისხმევისთვის საქართველოს აქტიური მხარდაჭერის საკითხში. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეა ახვლედიანს მადლობა გადაუხადა, მისი ელჩობის პერიოდში გაწეული ძალისხმევისა და ქართულ-ესტონური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა