logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გოგა ხაინდრავა: აშშ საქართველოს პარტნიორია და "ენდიაის" საქართველოს ოფისი ცუდ საქმეს უკეთებს
გოგა ხაინდრავა: აშშ საქართველოს პარტნიორია და "ენდიაის" საქართველოს ოფისი ცუდ საქმეს უკეთებს
13:42 23.05.2019
"ენდიაი" რომ ცრუობს, ამის მოწმე არაერთხელ გავხდით, მაგრამ განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ეს არის ამერიკული ინსტიტუტი, ამერიკა კი არის ქვეყანა, რომელიც დიდ დახმარებას უწევს საქართველოს – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ლორა თორნტონი, რომელიც წარმოადგენს ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს, პირდაპირ თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის საქმეს აკეთებს.

მისივე თქმით, აშშ საქართველოს პარტნიორია და ენდიაის საქართველოს ოფისი ცუდ საქმეს უკეთებს.

„დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა აშშ-სა და რუსეთის, ასევე საკმაოდ გამწვავდა ურთიერთობა თურქეთსა და აშშ-ს შორის, ერთადერთი ან ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შავი ზღვის აუზში ამერიკის მყარი პარტნიორია, არის საქართველო. ის, რომ შავი ზღვის აუზი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოებისთვის, ამაზე დამატებით თქმა ძნელია. ადრე შეიძლება გვეთქვა, ცდება ქალბატონი თორნტონი ან რაღაც არ იცის, ახლა მშვენივრად იცის, რას აკეთებს. ეს ყველაზე შემაშფოთებელი იყო იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარებზე ლაპარაკობდა. ზუგდიდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3500-კაციანი დესანტი გადასვა. რათა აერიათ ვითარება სამეგრელოში, სადაც ჰგონიათ, რომ მეგრელები მხარს უჭერენ. ის, რომ ენდიაის გამოკითხვაში იყო კითხვა „ვარდების რევოლუციასთან“ დაკავშირებით, მე ეს შემთხვევითი არ მიმაჩნია. ეს არის წინასწარ განსაზღვრული. რა კავშირში იყო დღევანდელ გამოკითხვასთან „ვარდების რევოლუცია“, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ენდიაის კვლევებისთვის საველე სამუშაოებს ყოველთვის ატარებს კავკასიის კვლევითი ცენტრი, რომელიც თაღლით ლევან თარხნიშვილის დაფუძნებულია.

„ეს არ არის შემთხვევითი. მე არ ვიცი ლორა თორნტონი რომელი პარტიის წარმომადგენელია აშშ-ში, მაგრამ საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. ამის მიზანი არის რეანიმაცია იმ პოლიტიკური ძალის, რომლის მხარდამჭერიც არის. ჩემი აზრით, ქალბატონი ტორნტონი ემსახურება ინტერესს, რომელიც აზიანებს, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ს. სახელმწიფოს პოზიცია ამასთან არანაირ კავშირში არ არის. სახელმწიფოს პოზიციას ჩვენ ვხედავთ, ცალსახა მხარდაჭერას. მსგავსი ტიპის პარტნიორობა, როგორიც დღესაა, საქართველოსა და აშშ-ს შორის არასდროს ყოფილა. პრაქტიკულად თვე არ გადის, რომ არ იყოს მიღებული რაიმე დოკუმენტი, რომელიც ცალსახად ხელს უსვამს ამერიკის დამოკიდებულებას საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი. ენდიაის ადგილობრივი ოფისი ძალიან ცუდის აკეთებს. ამას აუცილებლად იყენებს რუსეთი, ნებსით თუ უნებლიედ ეს ქალბატონი ეხმარება რუსულ ძალებს საქართველოში იმ ძალის რეანიმაციაში, რომელმაც ბევრი უბედურება მოუტანა ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილი რომ რუსულ ძალას ემსახურება, ამის არაერთი საბუთი არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში დგას დღეს ჩეკისტი გრიგოლ ვაშაძე, ადამიანი, რომელიც საბჭოთა უშიშროების შუაგულიდან არის გამოსული. მეორე, საბჭოთა უშიშროებისგან გამოსული კაცი არის მიხელ სააკაშვილი, მესამე თემურ ალასანია, რომელიც დღესაც რუსეთის უშიშროებაზე მუშაობს“ – განაცხადა ხაინდრავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა