logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ხათუნა ლაგაზიძე: ზუგდიდში გახარია-სააკაშვილის შერკინებას ვუყურებდით, გახარიამ დაამარცხა სააკაშვილი და თან პირველივე ტურში
ხათუნა ლაგაზიძე: ზუგდიდში გახარია-სააკაშვილის შერკინებას ვუყურებდით, გახარიამ დაამარცხა სააკაშვილი და თან პირველივე ტურში
11:17 23.05.2019
"ოპოზიციამ უნდა დაასრულოს გადაბრალების პოლიტიკა და გააანალიზოს მარცხი" - განაცხადა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაზაგიძემ.

"რეალობა ასეთია: 1. კვირის არჩევნები არა მარტო ნაცების და შეიძლება არა იმდენად ნაცების, არამედ სრულიად ოპოზიციის მარცხი იყო, რადგან მთაწმინდის გარდა ვერც ერთ საარჩევნო ოლქში ამდენმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ერთად ვერ შეძლო ისეთი რაოდენობის ოპოზიციური ამომრჩევლის უბნებზე გამოყვანა, რომ ხელისუფლება მეორე ტურში გადაეყვანა. ეს იყო ამომრჩევლის საყოველთაო პროტესტი ოპოზიციას. 2. ოპოზიცია მთაწმინდაზე მეორე ტურშიც არ და ვერ ახერხებს გაერთიანებას, რაც იმის ნიშანია, რომ 2020-შიც ოპოზიცია არჩევნებზე დაქსაქსული გავა და მაჟორიტარულ ოლქებშიც ბეეევრი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი, რაც ხელისუფლებისთვის მირთმეული საჩუქარია, ასევე აჩენს იმის განცდას, რომ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში მოსახვედრად უმოკლეს გზად ხელისუფლებასთან გარიგება მიაჩნია, თუმცა ბევრისთვის ფუჭი აღმოჩნდება ეს ილუზია; 3. დღემდე სრულიად ოპოზიცია ვერ ახერხებს ორი თვის წინ დაანონსებულ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის აქციის დაორგანიზებას, რომელიც რეალურად შეიძლებოდა ოპოზიციისთვის საერთო სახალხო კარდაკარი გამხდარიყო და გამარჯვებაც მოეტანა. ფაქტია რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ვერ ახერხებს საზოგადოების მოთხოვნებთან ადაპტირებას, მეორე კი ხელისუფლებასთან გარიგებას არჩევს. ჯერჯერობით არც ახალი და კარგად ორგანიზებული პოზიტიური ძალები ჩანან, არადა ამომრჩევლის 50% მათ მოლოდინშია. სიმპტომები კიდევ ბევრია" - აცხადებს ლაზაგიძე.

ხათუნა ლაზაგიძის თქმით, არჩევნებმა მთავრობას ისეთი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი არ ჰქონია.

"ამ დროს: 1. კვირის არჩევნებით ხელისუფლებამ მოიპოვა შეუადარებელი ფსიქოლოგიური უპირატესობა, ისეთი როგორიც არ ქონია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც კი; 2. ზუგდიდში სადაც რეალურად გახარია-სააკაშვილის შერკინებას ვუყურებდით, გახარიამ დაამარცხა სააკაშვილი და თან პირველივე ტურში; 3. ვისაც ნდიაის კვლევების სჯერა, მათთვის სწორედ „ოცნებას“ ჰყავს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე რეიტინგული ფიგურა - კახი კალაძე; 4. აღარაფერს ვამბობ „ოცნების“ შეუზღუდავ ადმინისტრაციულ და ფულად რესურსებზე.
ჰოდა, ამ სიტუაციაში საინტერესოა თუ შერჩა ოპოზიციას უნარი გადაიაზროს, რაც სჭირს, რატომ სჭირს თუ შეეგუება „ოცნების“ მესამე ვადით დარჩენას ხელისუფლებაში?!" - აღნიშნავს ხათუნა ლაზაგიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა