logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
​დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
​დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
10:03 23.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,​ დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, დადებითად შეფასდა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული დინამიური ორმხრივი თანამშრომლობა. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირში/შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელსაც განსაკუთრებული პოლიტიკური და პრაქტიკული დატვირთვა აქვს საქართველოსათვის. სწორედ ამიტომ, მთავრობა ძალღონეს არ იშურებს მისი შეუფერხებელი ფუნცქიონირების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე ისაუბრეს უვიზო რეჟიმის არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენებით წარმოქმნილ სირთულეებზე, განსაკუთრებით, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის კონტექსტში. ცალსახად აღინიშნა, რომ საქართველო მიჩნეულია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული განაცხადების დიდი უმრავლესობა არ კმაყოფილდება.

დავით ზალკალიანმა ანდრეა შუმახერს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ზომები, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონდებლო დონეზე. აღინიშნა, რომ თავშესაფრის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის გაგრძელდება მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა