logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ლადო კახაძის არჩევა პარლამენტს გაამდიდრებს
ირაკლი კობახიძე: ლადო კახაძის არჩევა პარლამენტს გაამდიდრებს
09:34 22.05.2019
"ჩვენ მთელი დღის განმავლობაში, არჩევნების დღის განმავლობაში და მანამდეც, ვიმეორებდით, რომ იმ პირობით, თუ იქნებოდა მაღალი აქტივობა, ჩვენი კანდიდატები აუცილებლად პირველივე ტურში გაიმარჯვებდნენ და თქვენ ნახეთ, რომ სადაც იყო მაღალი აქტივობა, ყველგან პირველი ტურში გაიმარჯვეს ჩვენმა კანდიდატებმა"-ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებითვე, ასეთი იყო აქტივობა ხუთივე ოლქში, დაფიქსირდა ზრდა აქტივობის კუთხით ხუთივე ოლქში და შესაბამისად, მათ მოახერხეს ყველგან პირველ ტურში არჩევნების მოგება.

"გამონაკლისი იყო მხოლოდ მთაწმინდის ოლქი, რასაც ჰქონდა თავისი მიზეზები. იგივე, მერის არჩევნები არის გაცილებით უფრო აქტუალური არჩევნები მაჟორიტარი დეპუტატის, შუალედურ არჩევნებთან შედარებით. როცა ირჩევ მერს, მერი არის, ბუნებრივია, პირველი პირი შესაბამის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, ინტერესი საზოგადოების მხრიდან არის ბუნებრივად უფრო მაღალი.

რაც შეეხება მაჟორიტარს, 150-დან ერთ დეპუტატზეა მაინც საუბარი და ვიცით, რომ უმრავლესობის კუთხით ეს არსებითად არ ცვლის არაფერს. აქედან გამომდინარე, თბილისში ნაკლებად იყო აქტიური ამომრჩეველი. ეს იყო მიზეზი და სწორედ ამ ნაკლებმა აქტიურობამ განაპირობა ის, რომ ჩვენ პირველ ტურში ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მიღწევა. თუმცა, ვინც ერკვევა საარჩევნო სპეციფიკაში და ვისაც შეუძლია სიღრმისეულად გაანალიზოს ის შედეგი, რომელიც დაიდო მთაწმინდის ოლქში, ყველა დამეთანხმება, რომ მეორე ტურში ჩვენ არ გაგვიჭირდება არჩევნების მოგება. ჩვენც გვაქვს ამის ანალიზი გაკეთებული და ვართ თავდაჯერებული, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აქაც არის დამოკიდებული ყველაფერი საზოგადოებაზე, მთაწმინდის მოსახლეობაზე.

ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ლადო კახაძე იქნება გამარჯვებული, თუმცა აქაც გვჭირდება, რა თქმა უნდა, სრული მობილიზაცია და კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ჩვენ ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლადო კახაძე არის ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს.

შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში. ამ კუთხით გვაქვს სიმრავლე, თუმცა ლადო კახაძისნაირი დეპუტატი ჩვენ ძალიან ცოტა გვყავს და დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძე არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს"-განაცხადა კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა