logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ხულორდავა რიჩარდ ტიბელსს შეხვდა
თამარ ხულორდავა რიჩარდ ტიბელსს შეხვდა
09:12 22.05.2019
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.



მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს.



საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის 10 წლის იუბილეს და ამ პოლიტიკის ფარგლებში სამომავლო გეგმებს. თანამშრომლობის სამომავლო საკითხებს შორის, სტუმარმა ორი ძირითადი მიმართულება - კანონის უზენაესობა და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება გამოყო.



როგორც შეხვედრისას აღინიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათმა წელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერთი მხრივ, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასა და პარტნიორობის გაღრმავებაში, და მეორე მხრივ კი, ხელი შეუწყო მონაწილე ქვეყნებს შორის საერთო სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებას. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პარლამენტებს შორის უითიერთთანამშრომლობას და მიღწეულ შედეგებს.



თამარ ხულორდავამ სტუმრებს გააცნო ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობდა, მათ შორის დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით შრომის კოდექსსა და სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონებში შეტანილი ცვლილებები.



ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თაავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს შეეხებოდა.



შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე, შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით მიგრაციასა და თავშესაფრის უკანონოდ მაძიებელთა ნაკადის შემცირების საკითხს, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.



„რიჩარდ ტიბელსი, კარგად იცნობს საქართველოს. ის ამბობს რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის მანძილი შემცირდა და ამასთან, ჩვენ უკეთ გავიცანით ერთმანეთი. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის კარგ მუშაობას და შედეგებს, ისევე, როგორც სახალხო დამცველის მანდატის გაზრდას და თანასწორობის უზრუნველსაყოფად ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბებას. ჩვენი მხრივ, ვაგრძელებთ მუშაობას სასამართლო რეფორმაზე და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა