logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ შესაძლოა, ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხონ
ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ შესაძლოა, ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხონ
11:53 13.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამტრედიაში კახი კალაძემ, შესაძლოა, კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საკომპენსაციოდ,  სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხონ.

როგორც დღეს პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ივანიშვილი და კალაძე არ აპირებენ სასამართლოს მიერ გასულ კვირას უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდას, თუმცა, ამასთანავე, ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული 80 მლნ ლარი არ არის საკმარისი მოსახლეობის ზარალის სრული კომპენსირებისთვის „ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე გადახედავენ ამ თემას და შესაძლოა, კომპენსაციას მათი მხრიდან დამატებითი თანხა შეემატოს“.

ფანჯიკიძის განცხადებით, ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიით მიყენებული ზარალი 80 მლნ ლარს აღემატება და, რომ მოძიებულია ის სახსრები, საიდანაც მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდება.

„თუ ის 80 მლნ არ არის საკმარისი, ასეთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე მზად არიან დაეხმარონ მოსახლეობს, რომ მათ მიიღონ სრული კომპენსაცია. თუ ამისთვის ერთადერთი ლეგალური გზა იქნება ჯარიმის გადახდა, შესაძლოა, ეს გზა გამოყენებული იქნას“- განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთნავე, მან ზახგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კომპენსაციის დარიგება ჯერ არ დაუწყია და „ქართული ოცნება“ კატეგორიულად მოითხოვს პასუხს, თუ რატომ ჭიანურდება თანხების გაცემა მაშინ, როცა ხელისუფლებას დაუგეგმავი 80 მლნ ლარი გააჩნია ბიუჯეტში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5 552 135, ხოლო კახი კალაძემ 3 388 992 ლარი გაანაღდა.

სასამართლომ დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო და ჯარიმის სახით მას 16 944 960 ლარი დააკისრა, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 20 43 827 ლარით დააჯარიმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა