logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მიმდინარე წელი ისტორიულია პოლონურ-ქართული ურთიერთობების თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე: მიმდინარე წელი ისტორიულია პოლონურ-ქართული ურთიერთობების თვალსაზრისით
16:31 21.05.2019
„პოლონეთი არის ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არა მხოლოდ წევრი, არამედ ორივე კავშირის ძალიან მნიშვნელოვანი თანამონაწილე და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობას. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და სტანისლავ კარჩევსკიმ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონელ კოლეგას ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ მარშალის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„შეიძლება, თამამად ითქვას, რომ წლევანდელი წელი იყო ისტორიული პოლონურ- ქართული ურთიერთობების თვალსაზრისით. წელს შედგა პირველი ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა პოლონეთსა და საქართველოს შორის, რაც ძალიან კარგი მექანიზმია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ურთიერთობები ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის.

პარლამენტის სახელით, მინდა, მადლიერება გამოვხატო პოლონეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს თავისუფლების და ერთიანობის მხარდაჭერისთვის. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იმ ზოგადი მხარდაჭერისა, რომელსაც ვგრძნობთ პოლონელი ხალხის და პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან.

ჩვენს ხალხებს ძალიან კარგად ესმით თავისუფლების ფასი და ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის ეროვნული თავისუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მეგობრობისა და პარტნიორობის ფასი. ამ კუთხითაც, პოლონელებსა და ქართველებს მსგავსი ისტორია აერთიანებს და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი, რომელიც ჩვენს ორ ხალხს და ორ სახელმწიფოს აქვს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს ელჩი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

„პოლონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს ელჩი და მუდმივად მხარს დაუჭერს მის მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისა, პოლონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს მთავარი ადვოკატი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ, მრავალმხრივ ურთიერთობებშიც, ხაზი გავუსვათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონის უსაფრთხოებისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“ - განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა