logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლადო კახაძე: იმედი მაქვს, რომ მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და შედეგი იქნება გაორმაგებული
ლადო კახაძე: იმედი მაქვს, რომ მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და შედეგი იქნება გაორმაგებული
14:57 21.05.2019
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ, მთაწმინდის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გამართა.

"პირველ რიგში, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემს მთაწმინდელებს მხარდაჭერისთვის, შეწუხებისთვის და საარჩევნო ურნასთან პოზიციის დაფიქსირებისთვის.

სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ არსებული კონკურენციის პირობებში, თქვენმა რჩეულმა კანდიდატმა საუკეთესო შედეგი აჩვენა, მაგრამ ვიცით, რომ ეს შუალედური არჩევნებია და აქტიურობა შედარებით ნაკლებია.

იმედი მაქვს, რომ მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და შედეგი იქნება გაორმაგებული, იქნება სასურველი შედეგი იმისთვის, რომ თქვენი წარმომადგენელი იგულოთ პარლამენტში.

მე არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ერთადერთი ძალაა , რომელიც არსებული გამოწვევების პირობებში, რეალურად ხედავს გამოსავლის გზებს და სტაბილურობის შენარჩუნების გზაზე, ეკონომიკური პროექტების განვითარების გზაზე ცდილობს მდგომარეობიდან გამოსავლის საუკეთესო ვარიანტის ძიებას, არა მარტო შეთავაზებას, არამედ მასში აქტიურად ჩართვას და ამ პრობლემების მოგვარებას.

მე როგორც მთაწმინდის, თქვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ამ ძალის წარმომადგენელს მაქვს შეთავაზებები, რომელიც უცვლელია. ეს არის ძველი ავარიული სახლების გამაგრება, რეაბილიტაცია, ეს არის ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება, უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მისი რეალიზაცია, სწორი ორიენტაცია და ამ კუთხით მისი, როგორც საკუთრების გაზრდა თითოეული მოსახლისათვის, ტურისტულ პოტენციალში სწორად მოაზრება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ვიცით, რომ გაჭირვებაა, სოციალური გამოწვევებია, ვიცით დასაქმების პრობლემები, რომელიც ქვეყანასაც ისევე აწუხებს, როგორც ჩვენს მთაწმინდელებს და ჩემი პარლამენტში მოხვედრის პირობებში გააქტიურდება მუშაობა ამ კუთხით. ეკონომიური პროექტების აქტიური მხარდაჭერა თქვენთან ერთად, თქვენი მიერ დელეგირებული უფლებებით იქნება განხორციელებული ზუსტად იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი კონსტრუქციები, ახალი ურთიერთობები, რომელიც ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ჩვენთან გაერთიანების სურვილს გააათმაგებს.

დასახულია ბევრი პროექტი, რომელიც ეხება მთაწმინდის რაიონში ცალკეული ქუჩების და კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციას, რომელიც გაზრდის ტურისტულ არეალს და პოტენციალს.

მოგეხსენებათ, რომ სრულდება შესანიშნავი პროექტი, საჩვენებელი, შესანიშნავი პროექტი ორბელიანის მოედანზე, რომელიც არის ნათელი მაგალითი, როგორ მოვუაროთ წარსულს და როგორ შევქმნათ მისგან ის პროდუქტი, რომელიც ღირსეულად მოემსახურება მის მომავალს, ერთი-ორად გაზრდის სურვილს ქალაქის დათვალიერების იმ ტურისტებისთვის, რომელთა რიცხვი კიდევ მეტად გაიზრდება.

მინდა მოგახსენოთ, რომ საქმიანი შეხვედრა მქონდა თბილისის მერთან, ხშირად ხდება ასეთი შეხვედრები და ჩემს მთაწმინდელებს სასიხარულო ამბავი მინდა გითხრათ, რომ მთაწმინდის რაიონში სამი ქუჩა დგება სრული რეაბილიტაციის გრაფიკში, ეს არის ასათიანის ქუჩა, სულხან-საბას ქუჩა და ეს არის ინგოროყვას ქუჩა, რომელიც აქ მოსახლე ადამიანების უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, ასევე მათი ქონებრივი პოტენციალის გაზრდას მოემსახურება და რაც მთავარია მოემსახურება ქალაქის ურბანული პრინციპების განვითარების ხარჯზე ტურისტული არეალების გაზრდას.

მინდა გითხრათ, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, საინტერესო გამოწვევებია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ჩვენი ღირსეული თანადგომა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ თქვენ ნათელი მომავლისა და ხვალინდელი დღის რწმენით ხართ გაერთიანებულნი მხარი დაუჭიროთ ამ ძალის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს.

ჩემო ძვირფასო მთაწმინდელებო, მინდა მადლობის მერე , კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ბრძოლის ველზე გამოსვლა, ბრძოლისა, რომელიც წასაგებად არ არის, მოსაგებადაა და ეს მოგება სრულიად საქართველოს მკვიდრთ და მათი ღირსეული დედაქალაქის და დედაქალაქში გამორჩეული მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საამაყოდ გექნებათ.

მოგიწოდებთ აქტიურობისა და თანადგომისაკენ, რამეთუ დასახული მიზანი რეალური გავხადოთ", - განაცხადა ლადო კახაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა