საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან განიხილა მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიზნებსა და ინიციატივებს.
შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოელი დიპლომატების ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერის და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობას.

















