logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერი კახა კალაძე „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გამართულ სემინარს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გამართულ სემინარს დაესწრო
13:54 20.05.2019
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი - „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების მეტ ჩართულობასა და მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

„მესამე წელია ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს და ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაცია - გზა, რომელიც ჩვენმა ხალხმა აირჩია. 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი და ევროპა ჰქვია. ჩვენზე, თვითმმართველობებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და ჩვენი მხრიდან მეტი ჩართულობა იყოს. ზოგადად, ინფორმირებული მოქალაქის არჩევანი რომ უფრო ნათელი და სწორია, ცხადია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამ არჩევანს კი იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოსთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რა სიკეთე მოიტანა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესმა ამ ხნის განმავლობაში და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ.

რას გვთავაზობს ევროპა: ევროკავშირის უდიდეს ბაზარს, ბიზნესის წარმოების ახალ შესაძლებლობებს, შესაბამისად, დასაქმების შესაძლებლობას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, ხარისხის ზრდასაც.

ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს ყველა სფეროში ევროპული, მაღალი სტანდარტის დაწესებას, კეთილდღეობის და სტაბილურობის ზრდას, ხარისხის განვითარებას სოციალურ სფეროში და მომსახურებაში, უსაფრთხო გარემოს, შრომის ბაზრის მოწესრიგებას, დასაქმებულთა უფლებების დაცვას და ა.შ. ამასთან, ჩვენს ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ ევროპული განათლება. წარმატებით ვთანამშრომლობთ მეცნიერებისა და ინოვაციების, ასევე, კულტურის და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სფეროში.

ჩვენ უდიდესი დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა წლების განმავლობაში, ახორციელებს ქვეყნის განვითარების ხელშემწყობ უამრავ პროექტს. ჩვენი სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ ევროპულ ორგანიზაციებთან და იზიარებენ მათ გამოცდილებას სხვადასხვას ფეროში. ასევე, აქტიურია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სემინარში, ასევე, მონაწილეობდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. ღონისძიების მოდერატორი იყო „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ნინო ბოლქვაძე იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა