სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტია -
ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბაღდათის მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობას ძალიან უჭირს, რადგან გლეხებს არა აქვთ შესაბამისი ტექნიკა, ასევე, კარგი ხარისხის სათესლე და სანერგე მასალა.
„სოფლის მეურნეობის აღორძინების პროგრამა ის პროგრამაა, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვეხვეწებოდი მიხეილ სააკაშვილს და ამისთვის მას ორ მილიარდს ვაძლევდი, რათა პირველ რიგში სოფლისთვის მიეხედა“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში მხოლოდ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებით შეიძლება დასაქმების პრობლემის დაძლევა.

















