logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: 19 მაისის არჩევნები ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების გამარჯვება იყო
მამუკა მდინარაძე: 19 მაისის არჩევნები ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების გამარჯვება იყო
12:44 20.05.2019
"არჩევნებში გამარჯვება არ იყო მხოლოდ "ქართული ოცნების" გამარჯვება, ეს იყო ხალხის და ქართული საზოგადოების გამარჯვება. ხალხი ყოველთვის იღებს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას. ისინი ხშირ შემთხვევაში კრიტიკულებიც არიან ჩვენს მიმართ, სამართლიანად კრიტიკულებიც, მომთხოვნებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად საზოგადოება არჩევს თეთრს და შავს.

ამიტომ, მე მინდა მივულოცო ყველას, ყველა ამომრჩეველს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მხარი დაგვიჭირეს და მათ გაიმარჯვეს გუშინდელ არჩევნებში"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" მათ, არ შეუძლიათ დესტრუქციის გარეშე და ერთმანეთს ეჯიბრებიან. უკვე შიდა დაპირისპირებაა, რომელი მხარე უფრო დესტრუქციული იქნება. ეს შიდა დაპირისპირება ჩვენთვის ცნობილი იყო დიდი ხნის განმავლობაში. პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს პოლიტიკური მომავალი შეიქმნას დესტრუქციით და ტყუილით, ბუნებრივია პერსპექტივა და შანსი გამარჯვების ამ ქვეყანაში ნაკლები აქვს, მათი წარსულისა და მათი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს ყველა ოლქში. ერთადერთი ოლქი იყო მთაწმინდა, სადაც საჭირო გახდა მეორე ტური, რომ იქაც დამაჯერებლად გავიმარჯვოთ.

გუშინ საკმაოდ დაბალი აქტივობა იყო და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა "ქართული ოცნების" კანდიდატმა. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მეტი ძალისხმევით და ჩვენი საერთო ხალხის დამოკიდებულებით, როგორიც გამოიჩინეს სხვა ოლქებში გუშინ, ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვებთ. ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად დაამარცხებს თავის კონკურენტს მეორე ტურში მთაწმინდის ოლქში.

"ნაციონალურ მოძრაობას" კი, მათი წარსულიდან და დღევანდელობიდან ტყუილებზე და დესტრუქციებზე აგებული გეგმებიდან გამომდინარე არც გამარჯვების შანსი აქვთ არასდროს ამ ქვეყანაში არჩევნებში და არც ამ დესტრუქციის ასრულების შანსი აქვთ იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ამაზე ადექვატურ პასუხებს სცემს ხოლმე, როგორც ეს გუშინ გააკეთა. აქედან გამომდინარე, მათი ასეთი დამუქრებების არავის არ ეშინია. სახელმწიფო არის შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფო არის შემდგარი. მათ შორის მას აქვს უნარი, რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ პროვოკაციას.

მათ მრავალი მიზეზი გამოუჩნდებათ იმისთვის, რომ ერთმანეთს რაღაცეები დააბრალონ. შიდა განხეთქილება სახეზეა, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით, უბრალოდ დღეს ამოვიდა ზედაპირზე. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან დესტრუქციაში. მათ ამ ქვეყანაში ძალიან ცუდი წარსული და ძალიან ცუდი გამოცდილება აქვთ. დღეს ისინი მხოლოდ დესტრუქციით და ტყუილებით ცდილობენ, რაღაცა საარჩევნო შედეგების დადებას და ბუნებრივია შედეგიანი ვერ იქნება და ამ მიმართულებით ისინი შედეგს ვერასდროს მიაღწევენ"-განაცხადა მდინარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა