logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გარდა მთაწმინდის ოლქისა, "ქართულმა ოცნებამ" ყველა ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა
გარდა მთაწმინდის ოლქისა, "ქართულმა ოცნებამ" ყველა ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა
11:55 20.05.2019
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა. როგორც მან განაცხადა, შედეგების ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი დასასრულისკენ მიდის.

„სანამ უშუალოდ შედეგებს გაგაცნობთ, მინდა პირველ რიგში იმ 173 361 ამომრჩეველს გადავუხადო მადლობა, რომელთაც ჩვენი წინასარი მონაცემების მიხედვით მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და შეასრულეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, საარჩევნო ადმინისტრაციის თავდაუზოგავი მუშაობა და მადლობა გადავუხადო საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, რომელთაც შექმნეს ყველა პირობა ამომრჩევლების უფლების რეალიზებისთვის.

ასევე, მადლობას ვუხდი იმ ჩართულ მხარეებს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და ხელი შეუწყვეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და შეუფერხებლად წარმართვას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა კენჭისყრის შენობის გარეთ.

ამასთან, ნებისმიერ ფაქტსა თუ საკითხს, საარჩევნო ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და ცხადია ექნება შესაბამისი რეაგირება.

ახლა კი გაგაცნობთ 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით:

თბილისი, №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი:

მონაცემები 32 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 27 უბნის მიხედვით
№13 შალვა შავგულიძე 36,72%
№35 გერმანე საბო 4,78%
№41 ვლადიმერ კახაძე 41,28%
№42 ლევან იოსელიანი 6,43%
№43 კობა დავითაშვილი 2,87%
№44 სოფიო ხორგუანი 2,58%
№45 გრიგოლ გეგელია 3,11%
დანარჩენ ყველა კანდიდატს აქვს ერთ პროცენტზე ქვევით ხმები და შესაძლებელია ამ პროცენტების გაცნობა ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე.
წინასწარი შედეგებით იკვეთება მეორე ტურის ალბათობა.
___________________________________________________________________________________________________________

წარმოგიდგენთ მერის რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით:
№22 მარნეულის საარჩევნო ოლქი:
მონაცემები 90 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 81 უბნის მიხედვით
№2 აკმამედ იმამკულიევი 7,73%
№5 აგილ მუსტაფაევი 11,06%
№41 ზაურ დარგალი 78,8%

№51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქი:
მონაცემები 53 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 52 საარჩევნო უბნის მიხედვით
№5 ბაქარ ხიჯაკაძე 34,29%
№8 ანზორ ნებიერიძე 2,66%
№9 გიორგი წულაია 5,83%
№41 გიორგი გოგლიჩიძე 50,57%
№42 ვახტანგ რობაქიძე 5,17%

№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქი:
მონაცემები 58 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 57 უბნის მიხედვით
№41 გივი მოდებაძე 64,37%
№42 ზურაბ კუპატაძე 18,1%
№43 დავით ჭუმბურიძე 14,36%

№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი:
მონაცემები 107 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 74 საარჩევნო უბნის მიხედვით
№5 სანდრა ელისაბედ რულოვსი 42,75%
№41 გიორგი შენგელია 54,45%

№84 ხულოს საარჩევნო ოლქი:
მონაცემები 54 უბნიდან დათვლილია 54-ივე უბნის მიხედვით
№1 ვახტანგ ბერიძე 3,63%
№5 ირაკლი ჯორბენაძე 23,74%
№41 ვახტანგ ბერიძე 70,91%
№42 როლანდ აბულაძე 1,3%

უკვე ხელმისაწვდომია საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებიც.
მინდა აღვნიშნო, რომ შემაჯამებელი ოქმები დაუყოვნებლივ იტვირთება ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებშიც ნებისმიერს შეუძლია დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია ცესკოს „facebook“ გვერდზე, “youtube”-სა და ოფიციალურ ვებგვერდზე. ტრანსლირება 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება.

საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს უკვე ლაივ რეჟიმში შეუძლიათ არჩევნების წინასწარი შედეგების გაცნობა და მუდმივ რეჟიმში მიეწოდებათ განახლებული მონაცემები“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა