არეულობისკენ მოწოდება არის დანაშაული - ასე აფასებს საქართველოს
მოქმედი პრეზიდენტი სააკაშვილის განცხადებას, რომ შეტევაზე უნდა გადავიდნენ.
„ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ღია არაკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მაიძულებს, გამოვხატო შეშფოთება, იმის მიუხედავად, რომ აქამდე ვიკავებდი თავს რამე სახის კომენტარისა და საარჩევნო პროცესში ჩარევისგან, ჩემი უპარტიო სტატუსის გამო. იგივე მოთხოვნაა ნებისმიერი ყოფილი პრეზიდენტისგან, იმის მიუხედავად, ასრულებს რამე ფუნქციას თუ არა, არის ის ქვეყანაში თუ მის გარეთ. არეულობისკენ მოწოდება არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ეს არის დანაშაული, როდესაც თქვენი ტერიტორია არის ოკუპირებული“ - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ის მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ შეშინდნენ და შეტევაზე გადავიდნენ.

















