მთაწმინდის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი
მარგველაშვილი იმყოფებოდა.
"დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში.
მინდა, მთაწმინდელებს მოვუწოდო: ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

















