logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია
11:13 19.05.2019
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა, განცხადება გააკეთა არსებული საარჩევნო გარემოს შესახებ.

"ზუგდიდში არჩევნები დაიწყო, არჩევნები მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველა უბანზე, არსებითი დარღვევა არც ერთ უბანზე არ ყოფილა. აქტივობა არის კარგი, თუმცა ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ.

მაღალი აქტივობის პირობებში ჩვენ ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას, ჟურნალისტებში იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს ის სიები, რა სიებითაც ოპერირებენ ჩვენი მხარდამჭერები. მე ხელში მიჭირავს სია, ეს არის ჩვენი მომხრეების სია, ერთ კონკრეტულ უბანზე, აქ არის მონაცემები მათ შესახებ, მაგრამ არცერთი მონაცემი არ წარმოადგენს პირად მონაცემებს. შესაბამისად, ამ სიებთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს. ეს არის მიღებული პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში და ჩვენ ამ პრაქტიკას ვიყენებებთ იმისთვის, რომ ორგანიზებულად ჩავატაროთ არჩევნები.

თუ რამე კითხვები გაქვთ ამ სიებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომართოთ მე ან ნებისმიერ წარმომადგენელს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას. ნუ შეუშლით ხელს საარჩევნო პროცესს იმიტომ, რომ ამ საარჩევნო პროცესში არცერთი კანონდარღვევა არ ფიქსირდება ჩვენი აქტივისტების მხრიდან.

მეორეს მხრივ, ყურადღება მინდა გავამხვილო ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ დაწესებულ 1000 ლარიან ჯილდოზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. ეს, პრაქტიკულად, სასაცილოა და სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. "ქართული ოცნების" და გეგა შენგელიას კამპანია არ საჭიროებს ასეთი მეთოდებით მუშაობას, ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია", - განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა