logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მაღალი აქტივობის პირობებში, შესაძლებელია, ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები
ირაკლი კობახიძე: მაღალი აქტივობის პირობებში, შესაძლებელია, ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები
09:45 19.05.2019
დღეს მთაწმინდის ოლქში აირჩევა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში ხულოში აირჩევენ მუნიციპალიტეტის მერებს. ასევე, საკრებულოს წევრების არჩევნები ჩატარდება ქალაქ ოზურგეთში, ქალაქ ტყიბულში, ქალაქ ჭიათურაში, ასევე წყალტუბოში - გუმბრას თემში, ასევე ადიგენში - აბასთუმნის თემში, ახმეტაში - ხალაწნის თემში, საგარეჯოში - უჯარმის თემში, ზესტაფონში - სანახშირის თემში.

როგორც პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების მასშტაბი საკმაოდ დიდია. მთლიანად არჩევნებში, საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12 პროცენტი მიიღებს მონაწილეობას.

"08:00 საათზე გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი. უბნების გახსნის დროს რამე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველს მისცენ არჩევანის მშვიდ ვითარებაში გაკეთების შესაძლებლობა, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას, მათ შორის კომისიის წევრებს, წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს მისცენ საარჩევნო პროცედურებში მშვიდად მონაწილეობის საშუალება.

ასევე, ჩვენს აქტივისტებს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. არის საკითხი , რომელიც უკავშირდება ფოტოსურათიან სიებს. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, მათ შორის ჩვენი აქტივისტებისთვის, ამ სიებით სარგებლობა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ წარმოადგენს დარღვევას. ეს არის ერთერთი საშუალება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა" - განაცხადა კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წინასაარჩევნო პროცესებმა ორი თვის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთერთმა მხარემ სცადა პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.

"დღეს ზუგდიდში ფიქსირდება მათი მხარდამჭერების არაპროპორციული რაოდენობა, შესაბამისად არსებობს დესტრუქციის საფრთხე.

მინდა შევახსენო ჩვენს აქტივისტებს , რომ პროვოკაციებზე რეაგირება არის არა მათი, არამედ სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. შესაბამისად, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისაგან, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევების გარეშე წარმართვა" - განაცხადა მართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

კობახიძემ ასევე მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს; ხოლო ამომრჩეველს - აქტიურობისაკენ.

"მაღალი აქტივობის პირობებში,  შესაძლებელია,  ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატს მთაწმინდაზე, ღირსეულ მუნიციპალიტეტის მერებს და ღირსეულ საკრებულოს წევრებს" - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა