logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან ნატროშვილი: თუკი საარჩევნო კომისიის სხდომის ჩაშლის საფრთხეა, კომისიებს ლეგიტიმური ბერკეტები აქვთ, შესაბამის ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება სთხოვონ
ლევან ნატროშვილი: თუკი საარჩევნო კომისიის სხდომის ჩაშლის საფრთხეა, კომისიებს ლეგიტიმური ბერკეტები აქვთ, შესაბამის ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება სთხოვონ
15:16 18.05.2019
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, თუკი არჩევნებისაც საარჩევნო კომისიის სხდომა ჩაიშლება, არ განხორციელდება ის უფლებამოსილებები, რაც საარჩევნო კომისიას აქვს დაკისრებული, ლეგიტიმური ბერკეტები აქვს საოლქო საარჩევნო კომისიას თუ საუბნო საარჩევნო კომისიებს, შესაბამის ორგანოებს სთხოვონ, დამყარდეს საზოგადოებრივი წესრიგი. ამის შესახებ ნატროშვილმა ჟურნალისტებთან ზუგდიდში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კომისიის სხდომაზე შეჭრა სცადეს.

„დეტალებში არ ვიცით, იქ რა ქმედებები ხდება, თუმცა შეგვიძლია ტელევიზიის საშუალებით, ჩანაწერების საშუალებით გარკვეული დასკვნების გაკეთება. შემთხვევები არის, როდესაც იქმნება საფრთხე, მაგალითად საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომ ჩაიშალოს სხდომა და არ განხორციელდეს ის უფლებამოსილებები, რაც დაკისრებული აქვს საარჩევნო კომისიას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სრულიად ლეგიტიმური ბერკეტები აქვთ ხელთ საოლქო საარჩევნო კომისიას თუ საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომ შესაბამის ორგანოებს სთხოვონ, დამყარდეს საზოგადოებრივი წესრიგი და მიეცეთ საშუალება, განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, მაშინ უკვე ლეგიტიმურია ასეთი ბერკეტების გამოყენება.

ამიტომაც მოვუწოდეთ ჩვენ კონსტრუქციულობისკენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ასეთი შემთხვევები არ იყოს და მაქსიმალურად ვეცადოთ, ყველამ თავისი უფლებამოსილება განახორციელოს კანონის ფარგლებში, მშვიდად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე“, – განაცხადა ნატროშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა