logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
​ლაშა დარსალია იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
​ლაშა დარსალია იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
12:07 18.05.2019
საგარეო საქმეთა სამინი​სტროში შედგა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალია შეხვედრა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანტონიო ბარტოლისთან.

საუბრისას მხარეებმა განიხილეს არაღიარების პოლიტიკა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან; მათ შორის, ხაზი გაესვა იტალიის ქალაქ რანდაცოს ვიცე-მერის ვიზიტს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. აღინიშნა მსგავსი კონტაქტების დაუშვებლობა.

საგარეო უწყების ცნობით, ელჩმა დაადასტურა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ იტალიის რეგიონებისა და კონკრეტული მუნიციპალიტეტების ფართო ავტონომიური უფლებების მიუხედავად, ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ცენტრალური ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები. შესაბამისად, ამ პრინციპების დარღვევით გაფორმებულ ნებისმიერ დოკუმენტს არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა.

იტალიის მხარეს აგრეთვე მიეწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების თაობაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და მოსაზრებები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომავალ რაუნდთან დაკავშირებით.

„ჩვენ განვიხილეთ ერთ-ერთი იტალიური ქალაქის წარმომადგენლების მიერ ცხინვალში გამართული შეხვედრის საკითხი. მე, ბუნებრივია, დავუდასტურე მინისტრის მოადგილეს იტალიის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ევროკავშირისა და გაეროს საერთო პოზიციის ფარგლებში. იტალიაში ადგილობრივი მმართველობები სარგებლობენ გარკვეული სახის ავტონომიით, თუმცა როდესაც საკითხი საგარეო პოლიტიკას ეხება, ეს ცენტრალური მთავრობის კომპეტენციაა და შესაბამისად, ყველა ამ სახის ინიციატივა, თუ შესაძლო შეთანხმება, ადგილობრივი მმართველობის, თუ ბიზნეს-ორგანიზაციის მიერ, არ არის ვალიდური“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ენრიკო ბარტოლიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა