logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ნაკისრი ვალდებულებების სრული და უპირობო შესრულება საერთაშორისო თანამეგობრობამ მთავარ პრიორიტეტად უნდა აქციოს
დავით ზალკალიანი: ნაკისრი ვალდებულებების სრული და უპირობო შესრულება საერთაშორისო თანამეგობრობამ მთავარ პრიორიტეტად უნდა აქციოს
10:38 18.05.2019
„2019 წელს ევროპის საბჭო 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს უნიკალური სისტემა პატარა ქვეყნებს დიდ ქვეყნებთან ათანაბრებს და ევროპის მოქალაქეებს თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დაცვის თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს. 2019 წელი საქართველოსთვისაც გამორჩეულია, რადგან 20 წლის წინ საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა, რითაც მან პროგრესის გზა აირჩია და დაამტკიცა, რომ დემოკრატიული განვითარების სურვილს წინ ვერაფერი აღუდგება“ - ამ სიტყვებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1129-ე სხდომის მონაწილეებს მიმართა.

მისი თქმით, ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და აღმავალი გზით მიმავალ ქვეყნად ჩამოყალიბდა, თუმცა ის ჯერ კიდევ საფრთხეების წინაშე დგას.

კერძოდ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით, კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას. ოკუპირებულ რეგიონებში ყოველდღიურად ირღვევა მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ფუნდამენტური უფლებები. სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებამ ყოველგვარი ღირებულება დაკარგა და დაუსჯელობის სინდრომმა ფესვი მყარად გაიდგა. ამ კონტექსტში, მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასტიკად მოკლული საქართველოს მოქალაქეები გაიხსენა:

„გასული წლის მინისტერიალზე საქართველომ ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობათა საკითხი დააყენა. მაგრამ ამ ტრაგიკულ სიას ბოლო არ უჩანს! მას ახლახან საქართველოს მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია დაემატა, რომელიც აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ მოქმედ რუსულ ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა“ - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ერთიან საერთაშორისო ძალისხმევას, ამ ურთულესი გამოწვევების ფონზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნულ კონტექსტში, ევროპის საბჭო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისა და „საქართველოში კონფლიქტის შესახებ“ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღებისთვის. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა.

„ჩვენ, წევრი სახელმწიფოები, წინ უნდა აღვუდგეთ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს და არ დავუშვათ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა“ - დასძინა მან და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წვდომას უზრუნველყოფენ.

„ნაკისრი ვალდებულებების სრული და უპირობოდ შესრულება საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთ-ერთ მთავრ პრიორიტეტად უნდა აქციოს“ - ხაზგასმით განაცხადა ზანკალიანმა და რუსეთს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებისა და საქართველოდან თავისი სამხედრო შენაერთების გაყვანისკენ მოუწოდა.

ზალკალიანმა რუსეთთან მიმართებაში ევროპის საბჭოს წევრთა ერთიანი პოზიციისა და ძალისხმევის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მყარ პოზიციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანქციების არსებული სისტემის სასარგებლოდ, რაც წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს წევრი ქვეყნების მხრიდან დარღვევების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, მინისტერიალისთვის მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, საქართველომ, უკრაინასთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად არ დაუჭირა მხარი.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებული სანქციები ეფექტიანი და მართებული ზომაა და საქართველო ახალი სისტემის ამოქმედებას, ვერ დაეთანხმება. „დღეს როდესაც კრიტიკულ გზაჯვარედინზე ვდგავართ, გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთო პოზიციის შენარჩუნებასა და ერთიან ძალისხმევას ენიჭება. როდესაც საქმე პრინციპებსა და ღირებულებებს ეხება, ნებისმიერი დათმობა დაასუსტებდა ორგანიზაციას და ხელს შეუწყობდა ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას. ჩვენ უნდა დავიცვათ ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებსაც 70 წლის წინ ევროპის საბჭო დაეფუძნა“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო სწორედ აღნიშნული პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და მტკიცედ დამცველია.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1129-ე სხდომა 2019 წლის 17 მაისს, ქალაქ ჰელსინკში გაიმართა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა