logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა ჩვენი ხალხის წინაშე - ეს არის სიღარიბე
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა ჩვენი ხალხის წინაშე - ეს არის სიღარიბე
18:17 17.05.2019
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ზესტაფონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

"მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემო ძვირფასო ზესტაფონელებო. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ყველანი ერთად შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ, ჩვენ გვსურს გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც გაწუხებთ.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა ჩვენი ხალხის წინაშე - ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და ჩვენი ეკონომიური ვითარება, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ეს, რა თქმა უნდა, არ დაწყებულა არც 2012 წელს და არც 2016 წელს. მე შემთხვევით არ მიხსენებია ეს წლები. 2012 წელს ჩვენ თქვენთან ერთად, სწორედ შეუპოვარი ხალხის მხარდაჭერით შევძელით შეუძლებელი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით და ხელმძღვანელობით, დავამარცხეთ და გავუშვით ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალა, მე ვიტყოდი ანტიეროვნული ძალა, რომელიც ქვეყანას მართავდა და ჩვენს ხალხს ჩაგრავდა, რომელიც პირველ რიგში უსამართლოდ ექცეოდა ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ წერტილი დავუსვით მათ მოძალადობრივ მმართველობას, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, მაგრამ დღეს რა მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო ე.წ. კოჰაბიტაცია, მე არ მოვერიდები ამის თქმას. ჩვენ ყველა მოგვიწოდებდა, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი გუნდის შიგნით ვითომ პარტნიორები, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა და მე ახლა ვამბობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. ამ შეცდომას სჭირდება გამოსწორება და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად, განახლებული ენერგიით გამოვასწორებთ ამ და სხვა შეცდომებს.

მე ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის გულისწყრომის. ჩვენ ახლახანს გვქონდა შეხვედრა ჭიათურაში, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა. ძალიან აღშფოთებულები და დათრგუნულები ვართ იქ არსებული ხალხის მდგომარეობით . ეს უნდა დასრულდეს, სახელმწიფო აღარ დაუშვებს ასეთ განუკითხაობას. მე მჯერა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება.

რაც შეეხება ზესტაფონს, მე ვახსენე მოძალადე რეჟიმი და ე.წ. ოპონენტები. ჩემთვის ისინი და მე, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ არა მათ ამომრჩეველზე, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით უბრალოდ შეცდომაში არიან შეყვანილნი, მე მათ ლიდერებზე ვსაუბრობ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არ არიან ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე მოფიქრალი ადამიანები. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი, პოლიტიკოსებად წოდებული კრიმინალები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის განსაცდელში შეყვანას. ზესტაფონში რა პრობლემებიც მოვისმინეთ, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემები. ჩვენი ბრალია მეგობრებო ,თვითმართველობის ბრალია ის, რაც ხდებოდა. ეს აღარ უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ შეცდომას გავასწორებთ.

სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავასახელეთ ღირსეული კანდიდატი, ადგილობრივი, ზესტაფონელი ბატონი გიორგი გოგლიჩიძე , რომელიც როგორც ჩემმა მეგობარმა კახამ აღნიშნა, მართლაც მსხვერპლია წინა, ძალადობრივი სასტიკი რეჟიმის. კაცი შევიდა ჯანმრთელი ციხეში, უსამართლოდ რაც მთავარია და გამოვიდა ისეთი, როგორიც გამოვიდა. მანამდე მისი ბიძა დაჩაგრეს და ნერვიულობით გარდაიცვალა. როგორ შეიძლება ასეთი მძიმე წარსულის პოლიტიკურ ძალას კიდევ ჰქონდეს პრეტენზია, ან თუნდაც სურვილი ხელისუფლებაში და პოლიტიკაში დარჩენის. ამიტომ, მეგობრებო , თქვენთან ერთად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ძალა სამუდამოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა