logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ზუგდიდსა და მთლიანად საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია არის ძალიან პოზიტიური და საქმიანი
სოფიო ქაცარავა: ზუგდიდსა და მთლიანად საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია არის ძალიან პოზიტიური და საქმიანი
17:39 17.05.2019
სოფიო ქაცარავა წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

"მე ვუწოდებ ამ კამპანიას პოზიტიურს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ეს იცოდეს როგორც ზუგდიდში, ასევე მთლიანად საქართველოში. კამპანია არის ძალიან პოზიტიური და საქმიანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

აქ საუბარია ხედვებზე, მომავალზე და მოსახლეობის მხრიდან გეგა შენგელიას მიმართ კეთილგანწყობა არის აშკარა. ფაქტია ის, რომ ჩვენ ყველა ჩართულები ვართ კამპანიაში და ჩვენ ვხედავთ რეალურად მოსახლეობის განწყობას.

ჩვენი დღის წესრიგი არის პოზიტიური და საქმიანი. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სამომავლო გეგმებზე, ზუგდიდში არსებულ გამოწვევებზე და თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს გამოწვევები, რა გაკეთდა ზუგდიდში და რა უნდა გაკეთდეს მომავალში".

მე მინდა ყურადღება გავამახვილო ფონთან დაკავშირებით. რეალურად, რასაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზიით და რაც რეალურად არის, როგორც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის ორი რადიკალურად განსხვავებული სურათი.

აქ იმყოფება ჩემი ბევრი კოლეგა, რომელიც სხვადასხვა უბანზე ატარებს კამპანიას, მათ შორის მეც და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ განწყობაც და კამპანიის მსვლელობაც არის მშვიდი.

თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად იმ კვლევების გამო, ზუსტად იმის გამო, რომ გეგა შენგელია გაცილებით უსწრებს ოპოზიციის კანდიდატს, თუნდაც იმ პროცენტით და ეს არის 12 პროცენტი არის მცდელობა იმისა, რომ ზოგადად ზუგდიდში მიმდინარე კამპანიას ოპოზიციამ ჩრდილი მიაყენოს და პროცესი იყოს დისკრედიტირებული, შეიქმნას ფონი, თითქოს აპოკალიფსი ხდება ზუგდიდში. რეალურად, ეგრეთწოდებული ცხელი წერტილები, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახეთ, ეს არის ხელოვნურად შექმნილი პროვოკაციული ფონი.

ირაკლი ჩიქოვანმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ამ კვლევებთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში. არ მიკვირს რომ ის შედეგები, რაზეც ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა, დაიდო კვლევის შედეგად. კამპანია არის ძალიან პოზიტიური "ქართული ოცნების" მხრიდან. პირადად ვარ ამ კამპანიაშო ჩართული. დიდი რაოდენობით მოსახლეობას ვხვდებით, ახლა დავბრუნდი ერთ-ერთი უბნიდან, სადაც ძალიან საქმიანად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია.

განწყობებს რაც შეეხება და 12%-იან უპირატესობას - ჩვენს კანდიდატს აქვს აშკარა უპირატესობა. კეთილგანწყობა გეგა შენგელიას მიმართ არის აშკარა და ამას მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციისას ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში კამპანიამ მშვიდ და სტაბილური ვითარებაში ჩაიაროს", - აცხადებსა სოფიო ქაცარავა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა