logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: გივი მოდებაძეს ზურგს ძალიან ძლიერი გუნდი უმაგრებს
კახა კალაძე: გივი მოდებაძეს ზურგს ძალიან ძლიერი გუნდი უმაგრებს
15:24 17.05.2019
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალმა მდივანმა, კახა კალაძემ, ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრისას შეკრებილთ მიმართა.

"მოგესალმებით, მივესალმები ჭიათურას.

პირველ რიგში, მსურს ჩემი დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ თითოეულ თქვენგანს და შეხვედრისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენმა პოლიტიკუმა გუნდმა სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა. ეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენ, თქვენთან ერთად შევძელით, რომ ქვეყანაში ძალადობა დაგვესრულებინა. ადამიანი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ძირითადი ღირებულება გახდა, ჯანმრთელობა პრივილეგიიდან პრიორიტეტად ვაქციეთ და მთელი რიგი მიმართულებით ფუნდამენტური ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დღესაც ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი კარგი საქმე, კარგი პროექტი განხორციელდა, ჯერ კიდევ გვაქვს არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის სერიოზული გამოწვევები.

ცხადია, საზოგადოება ვითარდება და თითოეულ ჩვენგანს უფრო მეტი გვინდა, უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა საჭირო.

ჭიათურაში თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს - ვირჩევთ ჭიათურის მერს. ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ მინდა კარგად გაითავისოს, რომ ერთი ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა საქმიანობდეს, ვერაფერს გააკეთებს, თუ მას უკან ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი არ უდგას. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს ზურგს ძალიან ძლიერი გუნდი უმაგრებს, რომელსაც პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ჰქვია. მას ზურგს უმაგრებს თითოეული თქვენგანი და თქვენი მხარდაჭერით, თანადგომით შევძლებთ, ღირსეულად შევეჭიდოთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც ჭიათურას აწუხებს. არ დავიწყებ ყველა იმ პრობლემის ჩამოთვლას, რომელიც ამ ქალაქშია მოსაგვარებელი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უამრავი პროექტის განხორციელება გვაქვს დაწყებული. შესაბამისად, მოვახერხებთ, შევძლებთ იმას, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს.

ამისთვის, ერთად დგომა და ერთსულოვნება ძალიან მნიშვნელოვანია. აქ, მეორე ქუჩაზე იმყოფებიან თქვენი თანაქალაქელები, რომელთაც გვერდში დგომა, მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. ჩვენ თქვენთან შეხვედრის შემდეგ, მივდივართ იმ ადამიანებთან, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, დავეხმაროთ, რომ 19 მაისს ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ გამარჯვება. ჩვენ არასდროს, ჩვენი მოქალაქეები არ მიგვიტოვებია გასაჭირში და ამას არასდროს ვიკადრებთ. იქნება ყველანაირი მხარდაჭერა, თანადგომა იმისთვის, რომ მათ იმ პრობლემების მოგვარება შეძლონ, რომელიც ოჯახებს აწუხებთ.

მინდა, დღევანდელი შეხვედრისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, მინდა, ჩვენს კანდიდატს, გიორგი მოდებაძეს მადლობა გადავუხადო და გამარჯვება ვუსურვო. ის მართლაც ღირსეული, უპატიოსნესი ადამიანია, რომელიც ამ ქალაქში დაიბადა, გაიზარდა და ძალიან კარგად იცის ყველა ის პრობლემა, რომელიც ჭიათურას აწუხებს.

მინდა, მას გამარჯვებები და წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ მას ყველანაირი მხარდაჭერა, თანადგომა ექნება, რომ ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ ყველა პრობლემის მოგვარება.

მინდა, გისურვოთ, რომ ყოველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, სიხარულით, სიყვარულით, სიკეთით, ბედნიერებით და გამარჯვებით იყოს გაჯერებული", - განაცხადა კახა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა