საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, შეხვდრა
გამართა საქართველოში ირანის ისლამურირესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედჯავად ყავამ შაჰიდისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.

















