logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაღაროელთა მოთხოვნები შესრულდეს
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაღაროელთა მოთხოვნები შესრულდეს
15:12 17.05.2019
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჭიათურაში მოსახლეობას მიმართა და ყურადღება გაამახვილა გაფიცულ მაღაროელებსა და მათ მოთხოვნებზე.

"ძვირფასო ჭიათურელებო, მოგესალმებით ძალიან დიდი სიყვარულით. ჭიათურა არის ულამაზესი ქალაქი, ულამაზესი რაიონი თავისი ულამაზესი ხალხით, ზემო იმერეთისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სითბოთი, განსაკუთრებული სილამაზით და ეს ქალაქი, ეს რაიონი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. იმსახურებს წინსვლას, იმსახურებს განვითარებას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჭიათურას ჰქონდეს ეს წინსვლა და განვითარება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება მზრუნველი ადამიანების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოგიდგინეთ კანდიდატად ბატონი გივი მოდებაძე, რომელიც არის ჭიათურაზე შეყვარებული ადამიანი. ადამიანი, რომელსაც სულით და გულით უყვარს ჭიათურა. იცის ზუსტად რა ულხინს და რა უჭირს ჭიათურას და იცის რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჭიათურა განვითარდეს. ამიტომ, ყველას მინდა მოგიწოდოთ მხარი დაუჭიროთ ბატონ გივი მოდებაძეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის განვითარებაში.

აღინიშნა ჩემი კოლეგების მიერ, რომ გვერდზე ქუჩაზე იმართება აქცია. აქვთ მოთხოვნები მაღაროელებს. მათ სურთ, რა თქმა უნდა, უკეთესი შრომის პირობები, უკეთესი სოციალური პირობები და რა თქმა უნდა, ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს. მათ შორის, გვექნება საუბარი კომპანიასთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მშრომელებს მიეცეთ ღირსეული პირობები, სოციალური და შრომის პირობები.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჭიათურა იმსახურებს საუკეთესოს, იმსახურებს წინსვლას, იმსახურებს განვითარებას და ამ ყველაფერს შეძლებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატი, ბატონი გივი მოდებაძე. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მერობის კანდიდატი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა