პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს
ეხმაურება.
"ნაციონალური მოძრაობა, როგორც მას სჩვევია, ცდილობს, თავისი აგრესიით, თავისი რიტორიკით შეიტანოს დაძაბულობა საზოგადოებაში, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.
"საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არჩევნები ყოველთვის თავისუფალ გარემოში ტარდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

















