logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველომ, უკრაინამ და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს
საქართველომ, უკრაინამ და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს
14:22 17.05.2019
"აუცილებელია ევროპის საბჭო დარჩეს პრინციპების ერთგული და ქვეყნებს, რომლებიც ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, მოეთხოვოთ პასუხი. სწორედ ამიტომ საქართველომ, უკრაინასთან და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის შესაძლო დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 14 მაისს, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე უკრაინასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან ერთად წინააღმდეგი წავიდა აღნიშნული გადაწყვეტილების.

"ამ საკითხზე იმსჯელა მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიყავით სრულ თანხვედრაში ჩვენს უკრაინელ და ბალტიელ კოლეგებთან. გვქონდა ერთიანი პოზიცია როგორც უკრაინას , ასევე საქართველოს და ბალტიის სამივე ქვეყანას- ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ ინიციატივას. მინისტერიალზე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე თუ რატომ არ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით რომ აუცილებელია ეს ორგანიზაცია დარჩეს პრინციპების ერთგული, დარჩეს ერთგული იმისა, რომ ქვეყნები, რომლებიც არ არსულებენ ვალდებულებებს, მათ ამაზე უნდა მოეთხვოს პასუხი. სწორედ ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას და სწორედ ამაზე იყო აგებული ჩემი გამოსვლაც, სადაც ვისაუბრე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ჭრილში რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, რუსეთის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მიიღოს და იმედი გამოთქვა, რომ დელეგატები ამ გადაწყვეტილებაზე გააკეთებენ შესაბამის შეფასებებს.

რაც შეეხება მინისტერიალში საქართველოს დეგელაციის მონაწილეობას, მინისტრის თქმით მინისტერიალზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის თემა ფართოდ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა სესიაში.

კერძოდ, მინისტერიალმა დაამტკიცა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, ასევე მინისტერიალის დღის წესრიგი საუბრობს მიმდინარე წლის 2 მაისს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში", ასევე კონფლიქტზე საუბრობს მინისტერიალის დეკლარაციაც " ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მინისტერიალზე რამოდენიმე გადაწყვეტილება იყო საქართველოს შესახებ წარმოდგენილი, საქართველოს კონფლიქტის შესახებ საუბარია დეკლარაციაში და ბუნებრივია ამ ფორუმში ჩვენი მონაწილეობა, მათ შორის მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში, იყო მნიშვნელოვანი", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ევროპის საბჭოს მინისტერიალში, რომელიც 16-17 მაისს ჰელსინკში იმართება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა