logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: საქართველო ყოველდღიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში
დავით ზალკალიანი: საქართველო ყოველდღიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში
18:24 16.05.2019
"საქართველო მართლაც არის წარმოდგენილი ყველა უმაღლესი დონის ფორუმსა და ფორმატებში, აქედან გამომდინარე, ის, რასაც ვისმენთ ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს საქართველოს საკითხი გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან, არის პოლიტიკური მანიპულაციები, ხოლო რეალობა არის განსხავებული", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჰელსინკში ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თმით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში საქართველო ფართოდ არის წარმოდგენილი. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მინისტერიალი დაამტკიცებს გენერალური მდივნის ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ, ასევე, მხედველობაში მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში", რომელშიც საუბარია ყველა იმ მწვავე საკითხზე, რაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თანმდევია, მათ შორის, საუბარია საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" და რაც მთავარია, რუსეთის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

მინისტრის შეფასებით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად დგას. ამ მხრივ, მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მიმდინარე კვირას, ბრიუსელში გამართული მაღალი დონის ღონისძიებებზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა და სადაც საქართველოს მიმართ გაკეთდა უაღრესად პოზიტიური შეფასებები და გამოხატული იქნა უპრეცედენტო მხარდაჭერა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შთამბეჭდავ ნიშნულზე, როდესაც პოლიტიკური მხარდაჭერის პარალელურად, პრაქტიკული ნაბიჯები იდგმება საქართველოს მხარდასაჭერად.

"ამ ერთი კვირის განმალობაში უმაღლესი დონის შეხვედრებზე, მათ შორის ბრიუსელში, ჰელსინკიში, მოვისმინეთ პოზიტიური შეფასებები საქართველოს შესახებ. რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობებს, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ დიდ მხარდაჭერა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა დღეს ძალიან მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ის მრავალრიცხოვანი რეზოლუციები, რომლებიც მიიღება საქართველოსთან დაკავშირებით. ამას მოწმობს, ასევე საქართველოს მხარდამჭერი აქტი, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში უპრეცედენტო თანამშრომლობა; ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველოს საკითხის აქტიური წამოწევა, ადამიანის უფლებების მხრივ მიღებული რეზოლუციები", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით, ჰელსინკიში ევროპის საბჭოს 129-ე მინისტერიალში მონაწილეობს.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა