logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აშშ-ს კონგრესში გამართული მოსმენის ფარგლებში საქართველოს შესახებ იმსჯელეს
აშშ-ს კონგრესში გამართული მოსმენის ფარგლებში საქართველოს შესახებ იმსჯელეს
17:51 16.05.2019
აშშ-ს კონგრესში საჯარო ბრიფინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე დეივიდ პრაისმა და თანათავმჯდომარე ვერნ ბუკანანმა განიხილეს კონგრესის დელეგაციის ბოლოდროინდელი ვიზიტი საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში.

წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატიის მნიშვნელობას.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს მზარდი ინტერესი რეგიონის კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისადმი.

აღნიშნულ მოსმენას, ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე. მან სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს, მტკიცე თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლობითი პალატის ქვეშ არსებული დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამა (HDP) გულისხმობს ორპარტიული, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებისგან შემდგარ 20-წევრიან კომისიას, რომელიც მუშაობს მსოფლიო მასშტაბით პარტნიორ საკანონმდებლო ორგანოებთან, რათა უფრო ეფექტური და პაუხისმგებლიანი გახადონ დემოკრატიული ინსტიტუტები. დელეგაცია საქართველოს 2019 წლის 15-17 აპრილს სტუმრობდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა