logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი ოპონენტების მიზანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი ოპონენტების მიზანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია
14:21 16.05.2019
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა ზუგდიდში წინასაარჩევნო დაპირისპირებების შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა.

განცხადების ტექტს უცვლელად გთავაზობთ:

"საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული ქმედებებით უფრო და უფრო მეტად ცდილობს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას და მის დისკრედიტაციას.

ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ ოპონენტების მხრიდან საარჩევნო კომისიასთან აჟიოტაჟი და ზუგდიდის საკრებულოს შენობაში არეულობის მოწყობის მცდელობა იხილა, დღეს კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში შეიჭრნენ ძალადობრივად და ცდილობდნენ კომისიის მუშაობის ჩაშლას.

ყოვლად მიუღებელია თავდასხმა საარჩევნო კომისიაზე, რომელიც უკვე წლებია ყველანაირი საერთაშორისო შეფასებით გამართულად და კანონის შესაბამისად აორგანიზებს საარჩევნო პროცესს.

ჩვენი ოპონენტების მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის ჩაშალა სწორედ ზუგდიდში, სადაც მათთვის პოზიციების დაკავებას სიმბოლური დატვირთვა აქვს კანდიდატიდან გამომდინარე.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" როგორც ჩანს კარგად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს პირველივე ტურში აგებს, შესაბამისად, ისინი სტაბილური საარჩევნო პროცესის დაძაბვას და არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ.

ჩვენი ამოცანაა არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. არცერთი პროვოკაცია, არცერთი ინციდენტი, რომელიც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

შესაბამის უწყებებს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. თითოეული დამნაშავე, თითოეული პირი, რომელიც ძალადობას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცდება, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

ჩვენ ამავდროულად კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, რადგან უკვე ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩანს, რომ სწორედ იქ გადაინაცვლებს დაძაბულობის ცენტრი. მოგვიანებით, დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმ საელჩოებთან, რომლებიც აკვირდებიან ზუგდიდში არსებულ ვითარებას და ასევე იმ მოლოდინებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით და პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით. მათ მონაწილეობას ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ შეუძლიათ ხელი შეგვიწყონ ამ პროცესში ესკალაციის თავიდან აცილებაში და მე ვფიქრობ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა იქნება მნიშვნელოვანი ამ კუთხით" - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა