საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საფრანგეთის
ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური მდივნის მოადგილესთან, გენერალ ფრანსუა-გზავიე დე ვუალემონთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კიბერ-უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ისაუბრეს აღნიშნული მიმართულებით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
მიმდინარე წლის 14-17 მაისს საქართველოში ვიზიტით იმყოფება საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) დელეგაცია, გენერალური მდივნის მოადგილის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებთან.

















