logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: ლატვიისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი ჩვენი ერთობლივი ევროპული მომავალია
სალომე ზურაბიშვილი: ლატვიისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი ჩვენი ერთობლივი ევროპული მომავალია
13:05 16.05.2019
ლატვიის პრეზიდენტის სახელით, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად, რიგაში ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ქართველ და ლიტველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს.

,,4 მაისს ლატვიამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნა. ეს თქვენთვის განსაკუთრებული თარიღია და მე მთელი გულით ვუერთდები თქვენს ამ სიხარულს.

ამ დღეს თქვენ ქვეყნის მეორედ დაბადებასაც უწოდებთ. ეს შეფასება ქართველებს ძალიან კარგად გვესმის, რადგანაც დამოუკიდებლობა, მართლაც, უდიდესი მონაპოვარია ჩვენი ხალხებისთვის.

საბჭოთა რეჟიმი ქართველებისა და ლატვიელების საერთო, ტრაგიკული ისტორიაა. ტოტალიტარიზმისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლამ ერთმანეთთან მტკიცედ დაგვაკავშირა.

ამ ბრძოლაში ერთმანეთი გამოვცადეთ და კიდევ უფრო დავაფასეთ ეს მეგობრობა. ჩვენთვის დაუვიწყარია თქვენი გულწრფელი, ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის დროს გამოხატეთ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველებსა და ლატვიელებს კულტურის ფესვებთან - ფოლკლორთან განსაკუთრებული დამოკიდებულებაც აერთიანებთ.

,, თქვენი სახალხო ზეიმები, რომლებიც გაჯერებულია ტრადიციული ლატვიური ცეკვებითა და სიმღერებით, იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამეტერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული. ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ასევე, შესულია ამ ნუსხაში" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, როდესაც ქართველები მიზანდასახულად მივისწრაფვით ევროპისკენ, ლატვია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენთვის საიმედო პარტნიორია. თქვენი გამოცდილების გაზიარება ჩვენ კიდევ უფრო გვეხმარება ამ გზის სწორად გავლაში.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, და ამაში იქნება თქვენი - ლატვიელების დიდი წვლილიც. ლატვიისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი ჩვენი ერთობლივი ევროპული მომავალია" - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა ერისათვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და თავდაცვა. დღევანდელი საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და თავისი წვლილი შეაქვს კოლექტიურ თავდაცვაში. ლატვია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ტრანსატლანტიკური ურთიერთობისა და ევროკავშირის გზაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა