logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
13:00 16.05.2019
​საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია ჩატარდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ესტონეთის რესპუბლიკის “რიიგიკოგუს” თავმჯდომარე ჰენ პოლუასთან და პრემიერ-მინისტრ იური რატასთან.

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არაერთი ფაქტორი განაპირობებს.

,,შეხვედრებზე განხილული იქნება ესტონეთის მხარდაჭერის პრაქტიკული განხორციელება საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით და საქართველოს რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები. ცნობილია, რომ ეს თემა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მოსკოვში რუს კოლეგასთან შეხვედრაზე დააყენა. დღეს ესტონეთს, ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჰყავს ახალი კოალიციური მთავრობა და პრეზიდენტის ვიზიტი კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ, შესაბამის, მაღალი თანამდებობის პირებთან განიხილებოდეს საქართველოს პრიორიტეტები" - განაცხადა საქართველოს ელჩმა ესტონეთში.

ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის “ერთი წარსული – ბევრი მომავალი” ღია დისკუსიაში. თეა ახვლედიანის განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობა პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან კონფერენციის საერთაშორისო და მაღალი დონის აუდიტორია მოელის სალომე ზურაბიშვილის ხედვას ევროპის მომავალთან დაკავშირებით, გამომდინარე, როგორც საფრანგეთის დიპლომატიური გამოცდილებიდან და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან.

სალომე ზურაბიშვილი ტალინში ნატოს კოოპერატიული კიბერთავდაცვის ცენტრს ეწვევა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა.

ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები “მიკელის” მუზეუმში ფიროსმანის გამოფენას “მარტოხელა გენიოსის სამყარო” დაათვალიერებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა