logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზვიად ძიძიგური: მიხეილ სააკაშვილს უნდა ზუგდიდი თავისი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად აქციოს
ზვიად ძიძიგური: მიხეილ სააკაშვილს უნდა ზუგდიდი თავისი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად აქციოს
11:06 16.05.2019
მიხეილ სააკაშვილს უნდა ზუგდიდი თავისი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად აქციოს. მისი მთელი პოლიტიკური გეგმები დაკავშირებულია ზუგდიდთან და ზუგდიდის არჩევნებთან - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ჩვენს ოპონენტებს განსაკუთრებული სწორება აქვთ ზუგდიდზე. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, პირველივე წელს, როცა აქედან წავიდა, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, სამი წელი გვიმტკიცებდა, რომ უკრაინის მოქალაქე და უკრაინელი პოლიტიკოსია. ეს უკრაინელი პოლიტიკოსი ახლა მობრუნდა საქართველოში და უნდა ზუგდიდი თავისი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად აქციოს“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, ზუგდიდმა კარგად იცის, რა არის სიმშვიდე და სტაბილურობა, ამიტომ იქ ვერავის აყოლიებას ვერ მოახერხებენ.

„ისინი ცდილობენ, დიდი რაოდენობით ადამიანები ჩამოიყვანონ ზუგდიდში, ამბობენ, რომ არჩევნების დასაცავად. არაფერი დასაცავი ამ არჩევნებს არ ჭირს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავითარი ტიპის გაყალბება არც გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“ და არც აპირებს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას. ვინაიდან ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს , მზად უნდა ვიყოთ პროვოკაციებისთვის“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ძიძიგური დარწმუნებულია, რომ ზუგდიდში არსებული ვითარება საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

„მათ უნდათ რაც შეიძლება მეტად აამღვრიონ წყალი, რომ შემდეგ თევზი დაიჭირონ. ქალბატონ სანდრას ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ მოწინააღმდეგები უფრო მეტი ჰყავს, იმიტომ, რომ ეს ქალაქი არის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერით გამორჩეული ქალაქი და არ პატიობს ზვიად გამსახურდიაზე აუგად ნახსენებ არცერთ სიტყვას. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატი, რომელიც ძალიან ღირსეული და მთელი ზუგდიდისთვის მოსაწონი კანდიდატია, აუცლებლად დადებს ისეთ შედეგს, რომლის შესახებაც ინფორმაცია არჩევნებში კარგად გამოცდილმა ჩვენმა ოპონენტებმა იციან, ამიტომ მათი ერთადერთი გამოსავალია, წინასწარვე ეს არჩევნები გამოაცხადონ დაძაბულ, ექსცესებიან, დარღვევებიან არჩევნებად და ამით სცადონ „გააპრავონ“ ის შედეგი, რაც ექნებათ“ - განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგი კარგად დაანახებს ოპონენტებს, რომ ისინი კიდევ ერთხელ დარჩებიან თავიანთი ავანტიურული გეგმების განხორციელების გარეშე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა