logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
რიჩარდ ლუგარი „ქართული ოცნებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებს შეხვდა
რიჩარდ ლუგარი „ქართული ოცნებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებს შეხვდა
12:31 12.08.2012
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი დღეს, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული  მოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა.
შეხვედრას კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ დაესწრნენ დავით უსუფაშვილი, ირაკლი ლასანია და თედო ჯაფარიძე. „ქრისტიან-დემოკარტებიდან“ კი, პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე.
როგორც შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება არჩევნების შემდეგ ხმების დათვლის სიზუსტის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
„ყველას კარგად ესმის, რომ ხმების დათვლის პროცესში დაუშვებელია დარღვევები და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება არჩევნების შედეგებში ზუსტად უნდა აისახოს“ - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, აშშ განსაკუთრებულად დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ისე ხმის დათვლის პროცესს.
გარდა ამისა, როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, კოალიციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ბიზნეს-საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობების არსებობის აუცილებლობაზეც.
„მონოპოლიები უნდა გაქრეს პოლიტიკიდანაც, მედიიდანაც და ბიზნესიდანაც. აშშ ამ მიმართებით სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს“ - აღნიშნა ალასანიამ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოდან რუსული ჯარის გასაყვანად აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
როგორც გიორგი თარგმაძემ განაცხადა, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში „არჩევნების შედეგად უნდა დასრულდეს ერთი პარტიის დომინირება“.
თარგამაძის თქმით, აშშ საქართველოში საარჩევნო პროცესზე გრძელვადიან დაკვირვებას ახორციელებს. მან იმედი გამოთქვა, რომ მონიტორინგი საარჩევნო პროცესში პოზიტიურ როლს შეასრულებს.
სენატორი რიჩარდ ლუგარი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა