logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: ოცნება არჩევნებს იგებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს
ირაკლი ჩიქოვანი: ოცნება არჩევნებს იგებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს
13:37 15.05.2019
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი საოლქო საარჩევნო კომისიის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

მისი განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. მისი თქმით, არცერთი ნორმატიული აქტი არ დარღვეულა.

საზოგადოება ნათლად ხედავს იმას, რომ არის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, ძალიან კონკრეტული განმარტებები გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ არც ერთი ნორმტიული აქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საოლქო კომისია მოქმედებდა რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით. თუმცა იმისთვის, რომ არ იყოს რაიმე სახის შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ხელახლა დაამზადებენ ბეჭდებს და ხელახლა გადაუგზავნიან უბნებს. მე ვთვლი, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, ნათელია რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს იგებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს ცდილობს ამ დღეებში, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს საარჩევნო პროცესის”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი მოუწოდებს ყველას შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ აყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ უსაფუძვლო აჟიოტაჟს.

„მოვუწოდებთ ყველას, ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ პროცესებს. ის აჟიოტაჟი, რომელსაც ტეხავს „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ და ისევ განპირობებულია იმით, რომ გვაქვს უშინაარსო და უშედეგო კამპანია მათი მხრიდან. შესაბამისად, ისინი მხოლოდ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციით არიან დაკავებული. ჩვენს შტაბს ჰყავს იდენტიფიცირებული ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენ ნათლად ვხედავთ რომ ამ არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ და 19 მაისს ვიზეიმებთ გეგა შენგელიას გამარჯვებას. ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აქტიურ ფაზაშია და სულ უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება და მხარს უჭერს გეგას. ასე, რომ აქ საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით ჩვენ შეიძლება გვქონდეს რაიმე დაბრკოლებასთან ადგილი არის უსაფუძვლო”, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციისკენ მიმართული პოლიტიკური ძალაა და აქედან გამომდინარე, მიუხედავად მათი მონდომებისა, ზუგდიდში მათ მიერ ჩამოყვანილი ადამიანები ვერ შეძლებენ ამ ქალაქში არეულობის შემოტანას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა