logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა
ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა
13:06 15.05.2019
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ნინო გოგუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

„ეს არის პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს პარლამენტში, როდესაც სახელისუფლებლო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მსჯელობენ რუსული რბილი ძალის საფრთხეებზე საქართველოში და განიხილავენ საკითხებს - თუ როგორ უნდა იქნას შემცირებული რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანია ქვეყანაში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი განმარტებით, მოკვლევის ჯგუფი საქართველოს პარლამენტში უკვე სამი თვეა მუშაობს, სადაც არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც როგორც პარლამენტის ასევე, საქართველოს მთავრობის მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს.

„აუცილებლად გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არის აღმასრულებელ დონეზე სპეციალური მაკოორდინირებელი ორგანოს გაჩენის საკითხი და რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, საკანონმდებლო დონეზე მსჯელობის გახსნას - თუ როგორ გავხადოთ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში მეტად გამჭირვალე, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია - რომელი ორგანიზაციის საქმიანობის უკან რომელი ქვეყნის ინტერესი დგას და რა ინტერესებს ემსახურება ამ ორგანიზაციის საქმიანობა“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ კოლეგებმა „ევროპული საქართველოდან“, რომლებიც ასევე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში არიან, ის საკითხები რომლებიც დახურულ ფორმატში კომისიის მიერ იყო განხილული, პარლამენტს უკვე საკანონდებლო ინიციატივის სახით წარუდგინეს.

„როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობ და როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები არის პრიორიტეტული, პარტიულმა ინტერესმა არ უნდა გადასძალოს პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი მნიშვნელოვანი, საკითხი, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს ქვეყანაში, პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პრობლემისა და საფრთხის აღიარება, ერთობლივი მუშაობა და კონსესუსი საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი და ევროპული პარტიები“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საკითხის მთავარმა მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის პარტნიორებს - ვესტმინსტერის ფონდს, ადგილობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ჯგუფის მუშაობაში.

„მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დასაბუთებული მოსაზრებები, კვლევები, ანგარიშები, რომელიც წარმოუდგინეს მოკვლევის ჯგუფს იყო ძალიან ღირებული. ეს იყო ის ინფორმაცია, რომელზეც მოკვლევის ჯგუფმა ასეთი მნიშვნელოვანი საქმიანობა გაწია“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი საბოლოო ანგარიშს სავარაუდოდ, ივნისში დაასრულებს.

საკითხები, რომელიც თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა საბოლოოდ, რეკომენდაციებში აისახება და როგორც საქართველოს მთავრობას ასევე, პარლამენტს წარედგინება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა