logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები კახეთს ესტუმრნენ
საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები კახეთს ესტუმრნენ
22:24 14.05.2019
საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგი პარლამენტარები საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ.

კახეთში სტუმრობისას, სტუმრებმა გურჯაანში, ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“ მოინახულეს. საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები „კახეთი-იონის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და მუშაობის პროცესს გაეცნენ. სამედიცინო ცენტრი საფრანგეთის იონის დეპარტამენტსა (ბურგუნდიის მხარე) და კახეთის რეგიონს შორის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.

გურჯაანში, ფრანგი პარლამენტარები ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიას „Bolero & Co“-საც ეწვივნენ. დელეგაციის წევრები ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ და ღვინის საცავები დაათვალიერეს. სტუმრებმა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიც დააგემოვნეს.

დღესვე, დელეგაციის წევრებმა კაჭრეთის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი „აისი“ მოინახულეს. სტუმრები გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, დაინტერესდნენ სწავლის დაფინანსების საკითხებით, ასევე დაათვალიერეს სასწავლო კორპუსი, აუდიტორიები, ლაბორატორიები და კოლეჯის ღვინის სახლი.

საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი დასაწყისია შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

„საფრანგეთის პარლამენტში 2017 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი და ეს პირველი ვიზიტია ამ ფორმატის ფარგლებში. შესაბამისად, ასეთი ტიპის ვიზიტები ხელს უწყობს შემდგომი ურთიერთობის განვითარებას და კიდევ უფრო გაღრმავებას როგორც პარლამენტებს შორის, ასევე ქვეყნებს შორის.

ჩვენ დავათვალიერეთ კახეთის და ბურგუნდიის, ამ ორი რეგიონის მეგობრობის შედეგად არსებული ძალიან საინტერესო პროექტები, რომლითაც სტუმრები მოიხიბლნენ და გამოთქვეს სურვილი, სხვადასხვა მიმართულებით, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაზე, რაზეც უკვე დაიწყო მსჯელობა და დარწმუნებულ ვარ, რომ მომავალში ისინი აუცილებლად განხორციელდება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, ჟან რენე კაზნევის განცხადებით, ვიზიტის მიზანი, პირველ რიგში, იმ დიდი მეგობრობის განვითარება და გაღრმავებაა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის და რომელიც არსებობს ფრანგ და ქართველ ხალხთა შორის.

„აქ ვართ ჩამოსულები იმისთვის, რომ გავიგოთ რომელ სფეროებში შეიძლება ურთიერთობების გაღრმავება - იქნება ეს ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული, საგანმანათლებლო, სამედიცინო თუ სხვა სფეროები“, - განაცხადა ჟან რენე კაზნევიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა