logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გოგლიჩიძე თეა წულუკიანთან ერთად სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა
გიორგი გოგლიჩიძე თეა წულუკიანთან ერთად სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა
22:10 14.05.2019
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა.

თეა წულუკიანი მოსახლეობას იმ სიკეთეებზე ესაუბრა, რაც მათ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრის ამოქმედების შედეგად მიიღეს. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა მიწის რეგისტრაციასა და სხვა სამართლებრივ რეფორმებზე.

“აქ იმისთვის ვარ, რომ მოსახლეობას ვესაუბრო იმ რეფორმებზე, რაც განხორციელდა და რაც იგეგმება. ამ ჭრილში, მინდა მათ მოვუწოდო, მხარი დაუჭირონ გიორგი გოგლიჩიძეს, რომელსაც შესწევს ძალა და უნარი, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად აღიქვას ცენტრალური ხელისუფლების ამოცანები და სურვილები; ამავე დროს, იყოს ინიციატივიანი და ეფექტური მერი. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ იმაზე რომ, როგორც იყო დაპირება, სვირელებმა მიიღეს კომფორტული ცენტრი, რომლის მსგავსსაც ხვალ შუახევში ვხსნით. აქვე მინდა, დავაანონსო მთავარი სიახლე – ჩვენ ზესტაფონში, წყალტუბოსა და სამტრედიაში ასევე ვგეგმავთ იუსტიციის სახლების მშენებლობას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მმართველი გუნდის ზესტაფონის მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის თქმით, სვირში გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობისთვის დიდი სიკეთეა.

“ყველას კარგად გვახსოვს წელიწად-ნახევრის წინ სვირში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დიდი სიკეთეა. აქედან დაიწყო ზესტაფონში მსგავსი მომსახურეობის მიღება ადგილებზე. თავს უფლებას მივცემ და დავაანონსებ, რომ იუსტიციის სახლის მშენებლობა იგეგმება ქალაქშიც, რაც საჭირო სერვისებით უზრუნველყოფს მოსახლეობას”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრი და მერობის კანდიდატი ქალაქის ცენტრში,​ ასლანიკაშვილის სანაპიროზე ახალ სკვერში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდნენ, რომლის მიმდებარედაც იუსტიციის სახლის მშენებლობა იგეგმება.

შეხვედრას პარლამენტარი შალვა კიკნაველიძეც ესწრებოდა. მან მოსახლეობას იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ზესტაფონში იგეგმება.

“მალე ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას დავიწყებთ ქალაქში, მათ შორის იქნება იუსტიციის სახლიც, რომლის საშუალებითაც ადამიანები შეძლებენ, ერთ სივრცეში, “ერთი ფანჯრის პრინციპით” მიიღონ საჭირო მომსახურეობა”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა