logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ ღონისძიებებს აფასებს
დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ ღონისძიებებს აფასებს
17:53 14.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართული მაღალი დონის ღონისძიებებზე საქართველომ მოისმინა პოზიტიური შეფასებები ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და პარტნიორების მხრიდან, იმ ნაბიჯებზე, პროგრესსა და რეფორმებზე, რაც ქვეყანამ აჩვენა ინტეგრაციის გზაზე.

„ეს ყველაფერი ჩვენ სტიმულს გავაძლევს, მოტივაცია ისედაც არ გვაკლია, რადგან საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცდახუთ პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მთავრობისთვის, იმისათვის, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ამას ემსახურება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო მექანიზმს ევროკავშირში მეტი ფიზიკური ინტეგრაციისთვის, რათა ჩვენ მზად ვიყოთ იმ პოლიტიკური მომენტისთვის, რომელიც აუცილებლად დადგება“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით, ბუნებრივია საქართველო ვერ იქნება განხილული იზოლირებულად იმ გეოპოლიტიკური პროცესებიდან რაც მსოფლიოში ხდება, მაგრამ საქართველო ცდილობს დაინახოს შესაძლებლობები, თუნდაც ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებსა თუ პრობლემების ფონზე.

მინისტრის თქმით, ბრიუსელში დაწყებული დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგებსა და მის მომავალზე ბათუმში გაგრძელდება, სადაც საერთაშორისო კონფერენციას უმაღლესი პირები დაესწრებიან პრეზიდენტ ტუსკის ჩათვლით.

"ეს გზავნილები გაძლიერდება მომავალში, ველოდებით, რომ მაღალი რანგის სტუმრები გვეწვევიან ბათუმის კონფერენციაზე, მათ შორის პრეზიდენტი ტუსკი, ევროკავშირის წვერი და პარტნიორი სახელმწიფოების მინისტრები, ევროკომისრები. შეიშლება ითქვას, რომ ასეთი მაღალი დონის დასწრებითობა, საქართველოს, ამ კონფერენციის არსებობის მანძილზე არ ჰქონია" - განაცახდა მინისტრმა.

საქართველოს დელეგაცია 13-14 მაისს მონაწილეობდა ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა მაღალი დონის კონფერენციასა და პრეზიდენტ ტუსკის სახელით გამართულ სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა