logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი
მამუკა ბახტაძე: საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი
17:22 14.05.2019
საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ამ პროგრამამ მის მონაწილე ექვსივე ქვეყანას ახალი შესაძლებლობა გაუჩინა.

"თუმცა, დღეს სწორედ საქართველო ითვლება ყველაზე წარმატებულ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღეს ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმების გატარება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და მზად არის, მიიღოს უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან. ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა ევროპელ კოლეგებთან. ჩვენ ვემზადებით, ივლისში ვუმასპინძლოთ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ბათუმში სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდება. საქართველო მზად არის ყველა მიმართულებით უფრო მეტი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ამას ძალიან პოზიტიურად აღიქვამენ" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

"სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვესაუბროთ, რომ საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ დადებით უკუკავშირს ამ საკითხზე. ამასთან ერთად, ჩვენ წარვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი - "გზამკვლევი ევროკავშირისკენ" და სწორედ ამ ფუნდამენტური დოკუმენტის გარშემო უნდა ავაშენოთ, ჩვენს მეგობრებთან ერთად, ევროკავშირში დამატებითი ინტეგრაციის შესაძლებლობები. მთავარია, რომ განწყობა არის ძალიან დადებითი და ყველა აღნიშნავს, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა