logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გია ვოლსკი: ტენდენციაა, რომ ოპოზიციამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას
გია ვოლსკი: ტენდენციაა, რომ ოპოზიციამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას
15:56 14.05.2019
"ტენდენციაა, რომ ოპოზიციამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ბიუჯეტის ფული იხარჯება იმაში, რომ სახელმწიფო გიგი წერეთელს დაუპირისპირდეს.

"საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა იმის თაობაზე, თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა იმაში, რომ პოლიტიკურ ოპონენტს, ამ შემთხვევაში ბატონ გიგი წერეთელს, სახელმწიფო დაუპირისპირდეს. ამაზე მეტი უცოდინრობა ვეღარ წარმომიდგენია, თუ ადამიანი ამ სფეროში ჩახედულია. მაგრამ ამ თემაზე მოსაუბრეებს, მე უცოდინარს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. მათ საზოგადოება ჰგონიათ უცოდინარი, რომელიც ვერ მიხვდება რაშია საქმე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დაპირისპირებული გუნდები ძირითადად არიან სახალხო პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები არიან გაერთიანებული ამა თუ იმ მხარეზე. არჩევნები ტარდება, ჩვენ ვართ ერთი ჯგუფის წევრები და სახალხო პარტიას ვუპირისპირდებით ყველა დონეზე. თუ არ ვიტყვით პირიქით სახალხო პარტიამ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ჩარევები, განცხადებები და შემოჭრები გააკეთა იმ სისტემაში,რასაც ჰქვია სახელმწიფო მართვა ჩვენ პირობებში.

ჩვენ ვართ ამ დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემადგენელი ნაწილი, რა მნიშვნელობა აქვს ვისი გვარია, რა მნიშვნელობა აქვს ვისზე ვლაპარაკობთ, როგორ წარმოგიდგენიათ,რომ შეიძლება ერთი ჯგუფი არ იყოს მობილიზებული იმისათვის,რომ არჩევნებში თავისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, რა შუაშია აქ ლობისტების ჯგუფი ან რა რესურსი აქვს ლობისტების ჯგუფს ,რომ გავლენა მოახდინოს ამ სიტუაციაზე. ყველა კარგად იცნობს ოლივერ სპენსერსაც,რომელიც გარკვეულ პოზიციას გამოხატავს, თუნდაც იმ წერილში. ესეც ძალიან საინტერესოა, როგორ იქნა ეს წერილი მოპოვებული, თავის პოზიციას გამოხატავს ადამიანის მიმართ რომელთა დაპირისპირება წლების განმავლობაში არის ცნობილი და ნათელი. არ არის ეს თემა სახუმარო, ტენდენციაა საერთოდ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდეთ არასწორი ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისათვის", - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი არის ადამიანი, რომელსაც თვე არ გასულა, პრემიერ-მინისტრი არ შეხვედროდა და ეხლა კიდევ ჩამოდის საქართველში .

"რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ,იმ პირობებში, როდესაც საქართველო, (წაიკითხეთ რას წერს ჟან კლოდ იუნკერი), არის ის ევროპული სტანდარტის ქვეყანა ,რომელიც არის მისაბაძი და იქნებ ცალკე გასვლა და ცალკე საუბარი, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან არის საჭირო ,არ ჩაითვალა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად დელეგაციას ხვდება, წარმოგვიდგენენ ინფორმაციას ისე,რომ თითქოს ევროპის საბჭოში არის იგნორირება იმ ინტერესის რაც ჩვენ თურმე გვაქვს", - აცხადებს გია ვოლსკი.

მისივე თქმით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება აშშ-სთან დაკავშირებით.

"აშშ-სთან დაკავშირებით გადახედეთ რა ინფორმაცია ვრცელდება. თითქოს,აშშ-ს საერთოდ არ ახსოვს და რადარებიდან გაქრა. ეს ძველი სიმღერაა, რომელსაც არ ეშვებიან. საქართველო მათთვის და თურმე ჩვენ ვიცით რა დღის წესრიგი აქვთ ერთმანეთთან პომპეოს და პუტინს, აქედან გამომდინარე საჯარო არის ბევრი რამე. ,საჯაროა ისიც, რა გადაწყვეტილება მიიღო კონგრესმა საქართველოსთან მიმართებაში და ეს საკითხები უნდა გახსოვდეთ, იცოდეთ და ითვალისწინებდეთ, არ გახსოვთ, ან გახსოვთ და განგებ მიგაქვთ სხვა ინფორმაცია. ეგ უფრო მეტი დანაშაულია", - განაცხადა გია ვოლსკიმ
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა