კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს პოლიცია დიდგორობის დღესასწაულზე დასწრების უფლებას არ აძლევს.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის
ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა ძაგნიძემ განუცხადა, კოალიციის ერთი კოლონა უკვე გაჩერებულია და მათ დიდგორში შესვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევათ.
ძაგნიძის ინფორმაციით დიდგორში შესვლას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის - „მე მიყვარს საქართველო“ მაისურიანი ახალგაზრდები ახერხებენ.
„ჩვენი ახალგაზრდების ნაწილი ცოტა ადრე ჩავიდა დიდგორში და მათ ტერიტორიაზე იმ მიზეზით არ უშვებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მაისურები არ აცვიათ“-განაცხადა ძაგნიძემ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეს სახალხო ზეიმი - „დიდგორობა 2012“ აღინიშნება.
დიდგორის ბრძოლა - „ძლევაი საკვირველის“ 891-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დიდგორის ველზე 11:00 საათზე დაიწყება.

















